ახალი ამბები

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მუშებს გაფიცვების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

26 ოქტომბერი, 2012 • 1284
საერთაშორისო სავაჭრო პალატა მუშებს გაფიცვების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მხარს უჭერს მომუშავეთა კანონიერ უფლებებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ გამოსვლები, რომლებიც არალეგიტიმური და პოლიტიკურ ფონზეა მოტივირებული, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის
იმიჯზე.

 

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მოუწოდებს სავაჭრო გაერთიანებებს, სასწრაფოდ შეაჩერონ წესრიგის დამრღვევი ქმედებები და გააგრძელონ საუბარი ბიზნესის წარმომადგენლებთან საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის ეგიდით შექმნილ სამმხრივი კომისიის ფარგლებში, რომლის მიზანია განიხილოს და აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

 

“აღნიშნული ქმედებები, რომლის მოწმენიც ვართ ამ პერიოდის მანძილზე, ხელს უწყობს ურთიერთობების დაძაბვას სოციალურ პარტნიორებს შორის და, შესაბამისად, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე,” – აცხადებენ საერთაშორისო სავაჭრო პალატაში.

 

საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი მსოფლიო ბიზნესორგანიზაცია, რომელიც წარმოდგენილია 120–ზე მეტ ქვეყანაში და აერთიანებს ასიათასობით კომპანიას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა უფლებამოსილია ისაუბროს ბიზნესწარმომადგენლების სახელით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

 

ბოლო დღეების განმავლობაში შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გაფიცვები მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. გაიფიცნენ რკინიგზელები, მაღაროელები, მეშახტეები, ფოთის პორტის, “ბორჯომის” თანამშრომლები და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი