პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.
ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ორივე განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შევა.
პრეზიდენტმა არჩევნების დანიშვნის შესახებ განცხადება 5 აპრილს გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ არჩევნების დანიშვნის თაობაზე კოტრასიგნაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია გაეგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით.