ვლადიმერ პაპავა აუდიტორია #115-ის წევრებს შეხვდა

დღეს, 30 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის წევრებს შეხვდა. ისინი უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდნენ.

რეალური სივრცის ჩანაწერი:

ვლადიმერ პაპავა აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება

Posted by რეალური სივრცე • ყოველდღე on Wednesday, March 30, 2016

 

ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებს მოუწოდა, რომ პარასკევს, 12:00 საათზე შეხვდნენ აკადემიური საბჭოს წევრებს და მათ წარუდგინონ მოთხოვნები. პაპავა აცხადებს, რომ რექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო, მათ შორის სტუდენტური თვითმმართველობის წევრების შიმშილობამაც.

”თვითმმართველობას რომ ჰკითხოთ, იმიტომ გადავდექი, რომ შიმშილობა დაიწყეს. თქვენ რომ გკითხოთ, იმიტომ გადავდექი, რომ თქვენმა განცხადებამ იმოქმედა. ასე პინგ-პონგის თამაში არ გამოვა. მე გადავდექი იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. გადაწყვეტილებაზე ბევრმა რამემ იმოქმედა, იმათმა შიმშილმაც და თქვენმა მოთხოვნამაც, მაგრამ ამის გარდა იყო უამრავი რამ, რომელთა გასაჯაროებაც ახლა არ მინდა,”- უთხრა პაპავამ აუდიტორია #115-ის წევრებს.

სტუდენტური გაერთიანების წევრების კითხვაზე, არის თუ არა მასზე რაიმე სახის ზეწოლა, პაპავამ განცხადა:

”მე არ ვარ ისეთი მარტივი ადამიანი, რომ ჩემზე ვიღაცამ რაიმე სახის ზეწოლა მოახდინოს. მე ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იყო თუ არა სწორი, ამას დრო გვანახებს.”

აუდიტორია #115-მა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მნიშვნელოვან გამარჯვებისკენ! ჩვენ მივიღეთ გარდამავალი პერიოდი! აუდიტორია…

Posted by აუდიტორია #115 on Wednesday, March 30, 2016

 

ვლადიმერ  პაპავა თსუ-ს რექტორის თანამდებობიდან დღეს, 30 მარტს, გადადგა. მან უნივერსიტეტის საბჭოს მიმართა გადადგომის შესახებ განცხდებით, საბჭომ კი რექტორის განცხადება დააკმაყოფილა. თუმცა, როგორც თსუ-ში განმარტავენ, პაპავა რექტორი პირველ მაისამდე იქნება.

ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ორი დღე შიმშილობდნენ. თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტის, პაატა ბახტურიძის თქმით, პაპავას გადადგომის შემდეგ შიმშილობას წყვეტენ.

რაც შეეხება თსუში ჩამოყალიბებულ სტუდენტურ მოძრაობას, აუდიტორია #115-ს, რომლებიც უნივერსიტეტში სისტემურ რეფორმებს ითხოვენ, თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდნენ რექტორის გადადგომას. თუმცა გუშინ, 29 მარტს მათ გააკეთეს განცხადება, სადაც მოითხოვეს როგორც რექტორის გადადგომა, ასევე აკადემიური საბჭოს დაშლა.

იმ მეგობრებისთვის დავწერ ვინც გვიან ჩაერთო პროცესებში და თვლის,რომ რექტორის გადადგომა თვითმართველობის გამარჯვებაა.ჩვენ …

Posted by აუდიტორია #115 on Wednesday, March 30, 2016

 


 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ ამ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.