დღეს, 30 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის წევრებს შეხვდა. ისინი უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდნენ.
რეალური სივრცის ჩანაწერი:
ვლადიმერ პაპავა აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება
Posted by რეალური სივრცე • ყოველდღე on Wednesday, March 30, 2016
ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებს მოუწოდა, რომ პარასკევს, 12:00 საათზე შეხვდნენ აკადემიური საბჭოს წევრებს და მათ წარუდგინონ მოთხოვნები. პაპავა აცხადებს, რომ რექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო, მათ შორის სტუდენტური თვითმმართველობის წევრების შიმშილობამაც.
”თვითმმართველობას რომ ჰკითხოთ, იმიტომ გადავდექი, რომ შიმშილობა დაიწყეს. თქვენ რომ გკითხოთ, იმიტომ გადავდექი, რომ თქვენმა განცხადებამ იმოქმედა. ასე პინგ-პონგის თამაში არ გამოვა. მე გადავდექი იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. გადაწყვეტილებაზე ბევრმა რამემ იმოქმედა, იმათმა შიმშილმაც და თქვენმა მოთხოვნამაც, მაგრამ ამის გარდა იყო უამრავი რამ, რომელთა გასაჯაროებაც ახლა არ მინდა,”- უთხრა პაპავამ აუდიტორია #115-ის წევრებს.
სტუდენტური გაერთიანების წევრების კითხვაზე, არის თუ არა მასზე რაიმე სახის ზეწოლა, პაპავამ განცხადა:
”მე არ ვარ ისეთი მარტივი ადამიანი, რომ ჩემზე ვიღაცამ რაიმე სახის ზეწოლა მოახდინოს. მე ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იყო თუ არა სწორი, ამას დრო გვანახებს.”
აუდიტორია #115-მა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მნიშვნელოვან გამარჯვებისკენ! ჩვენ მივიღეთ გარდამავალი პერიოდი! აუდიტორია…
Posted by აუდიტორია #115 on Wednesday, March 30, 2016
ვლადიმერ პაპავა თსუ-ს რექტორის თანამდებობიდან დღეს, 30 მარტს, გადადგა. მან უნივერსიტეტის საბჭოს მიმართა გადადგომის შესახებ განცხდებით, საბჭომ კი რექტორის განცხადება დააკმაყოფილა. თუმცა, როგორც თსუ-ში განმარტავენ, პაპავა რექტორი პირველ მაისამდე იქნება.
