ახალი ამბები

ერევა თუ არა პრემიერი თსუ-ს ავტონომიაში? – რას ფიქრობენ სტუდენტები [ვიდეო]

11 მარტი, 2016 • 1302
ერევა თუ არა პრემიერი თსუ-ს ავტონომიაში? – რას ფიქრობენ სტუდენტები [ვიდეო]

ერევა თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი თსუ-ს ავტონომიაში თავისი მოწოდებით გაფრინდაშვილისადმი, რომ მოხსნას თავისი კანდიდატურა კანცლერობის არჩვენებიდან? – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” თსუ-ს აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილს კითხვით მიმართა.

აქციის მონაწილე ავთო ძამაშვილი ამბობს, რომ აქცია არის არაპოლიტკური, თუმცა პრემიერ-მინისტრის განცხადება მან მიიღო როგორც თხოვნა და არა როგორც ზეწოლა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ელისაბედ გეგენავა მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილის მოწოდება არის პოზიტიური უნივერსიტეტში გამართული აქციისათვის. მას მიაჩნია, რომ რომ “ეს არის ჯანსაღი აზრი, რომელიც დაფიქსირდა პრემიერის მიერ”, რაც არის რეკომენდაცია.

გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, 11 მარტს მოუწოდა გიორგი გაფრინდაშვილს, რომ მოხსნას მისი კანდიდატურა უნივერსიტეტის კანცლერობის პოსტიდან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციებს 7 მარტიდან მართავენ, მოთხოვნით, რომ თსუ-ს კანცლერის პოსტზე არ აირჩიონ გიორგი გაფინდაშვილი. სტუდენტების თქმით, გაფრინდაშვილის არჩევის შემთხვევაში გაიზრდება სტუდენტებს შორის უთანასწორობა და უნივერსიტეტის ბიუჯეტის ხარჯვა ისევ თვითმმართველობის სასარგებლოდ გაგრძელდება.

სტუდენტები ასევე საუბრობენ უნივერსიტეტში “ოდეერის” არსებობაზე, რაც უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებთან შეხვედრისასდაადასტურა.

გუშინ, 10 მარტს უნდა გამართულიყო თსუ-ს სენატის სხდომა, სადაც კანცლერი უნდა აერჩიათ, თუმცა სტუდენტებმა უნივერსიტეტის პიკეტირება მოაწყვეს, რის გამოც სხდომა ჩაიშალა. სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაატარა. ხოლო დღეს, 11 მარტს, 15 საათზე კვლავ აქციას გამართავენ.

თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უცხადებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი