საზოგადოება

საქართველოში არშემოშვების გამო შენდეროვიჩმა სასამართლოში იჩივლა

17 ივლისი, 2023 • 1402
საქართველოში არშემოშვების გამო შენდეროვიჩმა სასამართლოში იჩივლა

რუსი მწერალი და აქტივისტი, ვიქტორ შენდეროვიჩი აცხადებს, რომ საქართველოში არშემოშვების გამო სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

„თვე-ნახევრის წინ საქართველოს შსს-მ არ შემომიშვა ქვეყანაში, ყველანაირი განმარტების გარეშე. ამით კი ჩამიშალა ორი წარმოდგენა – თბილისსა და ბათუმში.

გადავწყვიტე, რომ შეცდომის გამოსწორების შანსი მივცე საქართველოს პატივცემულ ხელისუფლებას და შევიტანე სარჩელი“, – წერს შენდეროვიჩი ფეისბუკზე.

როგორც შენდეროვიჩის ადვოკატი, მარია არხიპოვა იუწყება, სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 ივლის შეიტანეს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის განიხილავს სარჩელს სასამართლო.


მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს. მათი დიდი ნაწილი საქართველოში ჩამოდის.

თუმცა საქართველოს საზღვრებზე ხშირად არ უშვებენ ოპოზიციონერ აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ხელოვანებს – მათ, ვინც პუტინის რეჟიმს ეწინააღმდეგება. უმეტესობას საზღვარზე არ უხსნიან მიზეზს. მათ შორის, არის ანტიპუტინისტი – ვიქტორ შენდეროვიჩი.

ამის მიუხედავად, წინ საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი და სიძე — ორივე მათგანი დასავლეთის მიერაა სანქცირებული.

წაიკითხეთ ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი