საზოგადოება

16:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან, მოვდივართ ჭიათურიდან – მაღაროელები

19 ივნისი, 2023 • 1121
16:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან, მოვდივართ ჭიათურიდან – მაღაროელები

დღეს, 19 ივნისს, 16:00 საათზე, გაფიცული მაღაროელები პარლამენტთან აქციას გამართავენ. ამის შესახებ მაღაროელებმა ფეისბუკ გვერდზე დაწერეს.

დღეს მათი გაფიცვის მე-15, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა.

„დღეს, ოთხ საათზე გელოდებით პარლამენტის წინ. ვმართავთ მშვიდობიან პროტესტს, მოვდივართ ჭიათურიდან“, – წერენ მაღაროელები.

 

ჭიათურაში მაღაროელები 2 კვირაა, რაც გაფიცულები არიან. მათი ნაწილი შიმშილობს. გუშინ, 18 ივნისს პროტესტის ნიშნად ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთმა კი თვითდაზიანებები მიიყენა.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო, ღირსეული შრომითი პირობებია.

წაიკითხეთ ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი