ახალი ამბები

დარკვეთის მაღაროში დასაქმებულებმა კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს

5 დეკემბერი, 2023 • 820
დარკვეთის მაღაროში დასაქმებულებმა კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს

ხუთდღიანი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში დასაქმებულებმა კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც დასაქმებულები აცხადებენ, „ჯორჯიან მანგანეზი“ დასთანხმდა მათ მოთხოვნას 12- საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით.

„ყველაზე მისასალმებელი ის იყო, რომ ეს პროცესი იყო უპრეცედენტო. მაღაროელების ასეთი გაერთიანება და სოლიდარობა აქამდე არ მინახავს. ამ ერთიანობამ გამოიღო შედეგი, მოთხოვნები რაც იყო დაყენებული, მიღწეულია. არის გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ სრულყოფილებაში მოვიდეს ამ ადამიანების მოთხოვნები. დარკვეთის მაღარო თებერვლის თვიდან გადავა 12- საათიან გრაფიკზე, რაც იყო აქ დასაქმებულთა მოთხოვნა.

ამასთან, როცა იყო ხელფასებში სხვაობა, ეს მაღარო რომ ვახტურ რეჟიმზე გადავიდოდა, ხელფასში რჩებოდა აცდენა სხვა მაღაროებთან შედარებით დაახლოებით 9 ლარი. ესეც გასწორდება და პირველი თებერვლიდან გაუთანაბრდება სხვა 12- საათიან რეჟიმში მომუშავეებს.

ვინც 8- საათიან რეჟიმში მუშაობდა იმ მაღაროში დასაქმებულებს საათობრივი ანაზღაურება განსხვავებული ჰქონდათ, ვიდრე 12- საათიანი რეჟიმით მომუშავეებს, რაც ასევე უთანასწორობას იწვევდა. ესეც გასათანაბრებელი იყო. კომპანიამ გვთხოვა გაგვეთვალისწინებინა კრიზისი და დრო მიგვეცა 6 თვე. 1 ივნისს იმ ადამიანების ხელფასებიც გადაიხედება, სატარიფო გაუთანაბრდება 12- საათიან რეჟიმში მომუშავე ადამიანებს“, — აცხადებენ მაღაროელები.

ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა 1 დეკემბერს შეაჩერეს.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს

მასალების გადაბეჭდვის წესი