საზოგადოება

სანქციების შემდეგ ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეხვდება

10 აპრილი, 2023 •
სანქციების შემდეგ ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლე და არამოსამართლე წევრებითაა დაკომპლექტებული, მათ შორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე.

შეხვედრა 12:00 საათზე უზენაეს სასამართლოში გაიმართება.

5 აპრილს 4 მოსამართლე, მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და მათი ოჯახები, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოყვა – „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“. აღნიშნულთან დაკავშირებით ღარიბაშვილს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

სანქცირების შემდეგ არაერთმა მოსამართლემ მურუსიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. მათ შორის არის დიმიტრი გვრიტიშვილიც. სწორედ მან 6 აპრილს პრემიერთან შეხვედრა ითხოვა.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი