საზოგადოება

“მთავარ კითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა” – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

28 დეკემბერი, 2022 • 809
“მთავარ კითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა” – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

“მთავარ კითხვაზე პასუხი გაეცემა მაშინ, როცა გაეცემა”, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ.

დღეს პრეზიდენტის სასახლის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის შეწყალებაზე უარის თქმა იყო. ზურაბიშვილი ამ აქციაზე სიტყვითაც გამოვიდა. მალევე დაინიშნა სპეციალური ბრიფინგი, სადაც მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა „ორივე ძალას“ აწყობდა. ერთი მას აქეზებდა რევოლუციით, ხოლო მეორე ეუბნებოდა – „ჩამოდი, აბა, თუ ვაჟკაცი ხარ“. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ ქვეყანაში არცერთ სხვა პრობლემურ საკითხს ყურადღება არ ექცევვა.

ბრიფინგის ბოლოს კი დასძინა:

„მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა მაშინ, როდესაც გაეცემა“.


„არა და არასდროს“ – ეს პოზიცია ჰქონდა ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მანამდე.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი