საზოგადოება

„ლუკოილის“ TOP მენეჯერი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა – მედია

1 სექტემბერი, 2022 •
„ლუკოილის“ TOP მენეჯერი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა – მედია

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza რუსულ სამთავრობო მედიაზე დაყრნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 67 წლის მაგანოვი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, მეექვსე სართულზე მდებარე განყოფილებაში მკურნალობდა.

მაგანოვის გარდაცვალების შესახებ ტელეგრამის არხი Mash-იც იტყობინება, რომ შესაძლოა თავი მოეკლა. თუმცა ამ ინფორმაციას დამოუკიდებელი წყაროები არ ადასტურებენ.

თავად „ლუკოილს“ ამაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მაგანოვი არის კომპანია ლუკოილის სახელის ავტორი. 1993 წლიდან არის ლუკოილის დირექტორთა საბჭოს წევრი, 2020 წელს კი საბჭოს ხელმძღვანელობდა მას. 2006 წლიდან მაგანოვი კომპანიის პირველი აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტია. რავილ მაგანოვი Tatneft-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნაილ მაგანოვის ძმაა.


რავილ მაგანოვი არ არის ერთადერთი რუსი ბიზნესმენი, რომელიც მიმდინარე წელს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

უფრო ვრცლად რუსეთსა თუ მის გარეთ მცხოვრები ოლიგარქების მოკლე პერიოდში დაღუპვაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი