რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის უფროსთან – ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას, შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ გასცა ბრძანება.
როგორც მან განაცხადა, დასავლეთი არამხოლოდ არამეგობრულ ნაბიჯებს დგამს ეკონომიკაში, არამედ ნატოს მაღალი რანგის წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ.
Meduza-ს თანახმად, ეს ძალები, შესაძლოა, ბირთვულ იარაღსაც მოიცავდეს.