საზოგადოება

20-ზე მეტი ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილს ავრცელებს და სანქციებს ახსენებს

19 ნოემბერი, 2021 • 2246
20-ზე მეტი ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილს ავრცელებს და სანქციებს ახსენებს

23-მა ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ერთობლივი წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს: ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ მიშელსა და ჯოზეპ ბორელს.

წერილში გაკრიტიკებულია საქრთველოს ხელისუფლების ქმედებები პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარები მოითხოვენ, რომ სააკაშვილმა ადეკვატური მკურნალობა შეძლოს.

ევროპარლამენტარები გამოთქვამენ „უკიდურეს შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით“ და საუბრობენ რისკებზე, რომლებსაც მის ჯანმრთელობას უქმნის ხელისუფლებისა და სხვა პატიმრების არაშესაბამისი მოპყრობა.

ხელმომწერებს მოჰყავთ სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმების დასკვნა, რომლის თანახმადაც „გლდანის ციხის საავადმყოფო არაა შესაბამისად აღჭურვილი და იქ არც პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა შესაძლებელი“.

ისინი მიუთითებენ, რომ „მთავრობა უარს ამბობს მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, მიუხედავად კონსილიუმის შიშისა, რომ სააკაშვილი შეიძლება დაიღუპოს, თუ სიტუაცია უცვლელი დარჩა“.

ევროპარლამენტარები წერენ, რომ „მიუხედავად იმისა, არის თუ არა სააკაშვილი დამნაშავე, მის უფლებებს და ადამიანურ ღირსებას პატივი უნდა სცენ“.

წერილში ნათქვამია, რომ მას უარს ეუბნებიან შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე „პოლიტიკური საბაბით“. ხელმომწერები ასევე „შეშფოთების დიდ საბაბად“ მიიჩნევენ იმას, რომ საქართველოში ჩასულ ევროპელ პოლიტიკოსებს სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ მისცეს.

დამატებით, წერილში საუბარია სანქციებზეც:

„ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც დასაშვები გახადა არაადამიანური და დამამცირებელი მოპრყობა სააკაშვილის მიმართ“.

წერილს, მათ შორის, ხელს აწერენ ანდირუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, რასა იუკნევიჩიანე, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, რადოსლავ შიკორსკი და რაფაელ გლუკსმანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი