თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ტროტუარზე მიმავალ ქალს ავტომობილი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მიღებული დაზიანებების შედეგად ქვეითი დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყება ამბობს, რომ დაკავებულია ერთი პირი.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა.