• ახალი ამბები
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • კომენტარი
  • ხელოვნება
  • სამხრეთ კავკასია
  • ბლოგები
  • ბათუმელები
  • RU
Skip to content
Netgazeti

Netgazeti

ნეტგაზეთი

მხარდაჭერა
დაგვამატე Google-ში
  • ახალი ამბები
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • კომენტარი
  • ხელოვნება
  • სამხრეთ კავკასია
  • ბლოგები

ბათუმელები| RU

Posted inახალი ამბები

მოსკოვი თბილისს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს

02.07.202602.07.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

რუსეთი საქართველოს მოუწოდებს “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების” გაფორმებისკენ, – ამის შესახებ რუსული მხარე აცხადებს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

30 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ჟენევაში გაიმართა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების (ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები) 67-ე რაუნდი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს, დე ფაქტო აფხაზეთის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები. დისკუსიებს თანათავმჯდომარეობდნენ გაერო, ეუთო და ევროკავშირი.

განცხადების თანახმად, რუსულმა მხარემ დისკუსიების მონაწილეებს [ამ შემთხვევაში ქართულ მხარეს] მოუწოდა, არსებული მანდატის ფარგლებში გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც, მისი შეფასებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს უზრუნველყოფს. საუბარია “საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების” მომზადებასა და გაფორმებაზე, რასაც წლებია მოსკოვი სოხუმთან და ცხინვალთან ერთად ოფიციალურად ითხოვს.

რუსეთის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობა იზრდება ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების ფონზე, მათ შორის საქართველოში ნატოს სამხედრო სწავლებებისა და სხვა სამხედრო-საწვრთნელი ღონისძიებების ჩატარების გამო.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილზე ვითარება შედარებით მშვიდია, რასაც რუსული მხარე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მოქმედ მექანიზმებს უკავშირებს, მათ შორის ერგნეთში მოქმედ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს (IPRM) და 24-საათიან „ცხელ ხაზებს“. ასევე ხაზგასმულია გალში ანალოგიური მექანიზმის მუშაობის აღდგენისა და საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების აუცილებლობა.

განცხადებაში რუსული მხარე აკრიტიკებს თბილისსაც. მისი შეფასებით, საქართველო ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებას ახდენს, რასაც, მათი აზრით, ხელს უშლის კონსტრუქციული დიალოგის განვითარებას. ამ კონტექსტში მოხსენიებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 68-ე რაუნდი მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება. შეხვედრამდე ეროვნული დელეგაციები თანათავმჯდომარეებთან კონსულტაციებს გამართავენმონაწილე ქვეყნების დედაქალაქებში.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

აფხაზეთი, ჟენევის დისკუსიები, რუსეთი, სამხრეთ ოსეთი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

ახალი ამბები

  • ლე პენის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს
  • მინისტერიალი თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი – ბოჭორიშვილი
  • ბოჭორიშვილმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან
  • აზერბაიჯანში NGO-ების საქმიანობის შეჩერებისა და გაუქმების ახალ წესებს ამზადებენ
  • კალასის თქმით, სირიასთან EU-ს პირობებს შორის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებაც უნდა იყოს
  • ილჰამ ალიევის X-ანგარიშზე ოპოზიციის ვიდეოები გამოჩნდა
ასევე:
  • ესტონეთი რუსეთთან საზღვრის დახურვას გეგმავს ესტონეთი რუსეთთან საზღვრის დახურვას გეგმავს
  • სოხუმი: 2026 წელს რუსეთი 7,5 მილიარდი რუბლით [91 მილიონი აშშ დოლარი] დაგვეხმარა სოხუმი: 2026 წელს რუსეთი 7,5 მილიარდი რუბლით [91 მილიონი აშშ დოლარი] დაგვეხმარა
  • სოხუმი: საქართველო აფხაზების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ხელს უშლის სოხუმი: საქართველო აფხაზების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ხელს უშლის
  • სოხუმში მიაჩნიათ, რომ საქართველო კვლავ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ისწრაფვის სოხუმში მიაჩნიათ, რომ საქართველო კვლავ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ისწრაფვის

  • 17.11.2026 ლე პენის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს
  • 17.11.2026 მინისტერიალი თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი – ბოჭორიშვილი
  • 16.11.2026 ბოჭორიშვილმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან
  • 16.11.2026 აზერბაიჯანში NGO-ების საქმიანობის შეჩერებისა და გაუქმების ახალ წესებს ამზადებენ
  • 16.11.2026 კალასის თქმით, სირიასთან EU-ს პირობებს შორის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებაც უნდა იყოს
  • 16.11.2026 ილჰამ ალიევის X-ანგარიშზე ოპოზიციის ვიდეოები გამოჩნდა
  • Facebook
  • Instagram
  • Bluesky
  • TikTok
  • YouTube
  • LinkedIn
  • X
  • Telegram

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • კომენტარი
  • ხელოვნება
  • სამხრეთ კავკასია
  • ბლოგები

თემები

  • სინდისის პატიმრები
  • საპროტესტო აქციები
  • ომი უკრაინაში
  • რეპრესიული კანონები
  • ევროკავშირი და საქართველო
  • სამხრეთ კავკასია

© 2026 Netgazeti Powered by Newspack ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
Go to mobile version