სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიღო, შეხვედრის ამსახველი ვიდეო ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

ევროკომისიის პრეზიდენტი სომხეთში სამუშაო ვიზიტით 2 ივლისის დილით ჩავიდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანში ვიზიტისას სამხრეთ კავკასიაში დაკავშირებადობის და მშვიდობის მხარდასაჭერად 220 მილიონი ევროს მოცულობის საინვესტიციო პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველო გაფართოების ნაცვლად EU-ის დაკავშირებადობის დღის წესრიგში?