საზოგადოება

H1N1 ვირუსის ახალი მსხვერპლი

8 თებერვალი, 2010 • • 1979
H1N1 ვირუსის ახალი მსხვერპლი

H1N1 ვირუსით ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტოები ავრცელებენ. 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 69 წლის მამაკაცი, ერთკვირიანი მკურნალობის შედეგად ღუდუშაურის კლინიკაში დღეს დაიღუპა.

 

ექიმების განცხადებით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ მას ვირუსულ დაავადებასთან ერთად ტუბერკულოზი ჰქონდა.

საქართველოში ეს უკვე H1N1 ვირუსით გარდაცვალების 29-ე შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი