ახალი ამბები

ზუგდიდში H1N1 ვირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა

26 იანვარი, 2019 • 1352
ზუგდიდში H1N1 ვირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა

გუშინ, 25 იანვარს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში H1N1 ვირუსით (ე.წ. ღორის გრიპით) ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს გაუგზავნა ლაბორატორიული დასკვნის საბუთები, რომელიც უკვე გაიგზავნა კლინიკის დირექტორსაც.

მისი თქმით, ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 19 პაციენტი მკურნალობს, ხოლო მათგან ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა.

მიუხედავად ამისა, როგორც ნანა ოდიშარია ამბობს, დღეის მონაცემებით, პაციენტების მომართვიანობამ და H1N1 ვირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იკლო რეგიონში, მათ შორის, გართულებების და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმაც.

ნანა ოდიშარიას თქმით, ძირითადად, ახლა წითელაზეა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ორიენტირებული, რომლის შემთხვევებიც იმატებს: “მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩავერთოთ აცრების კამპანიაში.”

  • თავდაპირველად H1N1 ვირუსით ზუგდიდში ერთი ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი