ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

გალელების პროტესტის შემდეგ ენგურის გამშვებ პუნქტზე კარანტინს მოხსნიან

29 იანვარი, 2019 • 2460
გალელების პროტესტის შემდეგ ენგურის გამშვებ პუნქტზე კარანტინს მოხსნიან

გალის ადმინისტრაციის უფროსის, თემურ ნადარაიას განცხადებით, ენგურის გამშვებ პუნქტზე მოიხსნება კარანტინი, რომელიც აფხაზურმა მხარემ გრიპის H1N1 ვირუსის გავრცელების მიზეზით 2019 წლის 10 იანვარს დააწესა.

“ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მთელ იმ სიტუაციას, რაც საქართველოში ხდება. ვირუსის მეორე ტალღა შეიძლება იყოს ან შეიძლება არც იყოს, 15 დღე გავიდა და ვხედავთ, რომ იკლო ეპიდემიამ. ვფიქრობ, რომ უკვე უნდა გავამარტივოთ, საზღვარი ჩვეულ რეჟიმზე დავაბრუნოთ, დავტოვოთ იქ ექიმები. ვიფიქროთ მოსახლეობაზეც. ბევრი იქ მედიკამენტურ მკურნალობას იღებს, ბევრი პენსიას იღებს იქ, ისინი ჩვენი სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით რუსულ პენსიას ვერ იღებენ”, – ამბობს ნადარაია.

მისივე თქმით, გამშვებ პუნქტი ვირუსის აღმომჩენი ექსპრესტესტებით აღიჭურვება.

ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაადგილების შეზღუდვაზე და გალის მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენმაც ისაუბრა.  როგორც ასიდა შაკრილმა განაცხადა  კარანტინის შემოღების პარალელურად, მოსახლეობისთვის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად საჭირო იყო გააზრებული ზომების მიღება, მეტი დასაბუთება და ანალიზი.

სოხუმელი ომბუდსმენი გალელების ინტერესების დასაცავად გამოვიდა

იქამდე კი ერთადერთი გამშვები პუნქტის დახურვა გალის მოსახლეობამ გააპროტესტა.

ენგურზე გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო გალელებმა აქცია მოაწყვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი