საზოგადოება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში ნინო ლაცაბიძემ გაიმარჯვა

31 ოქტომბერი, 2021 • 868
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში ნინო ლაცაბიძემ გაიმარჯვა

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე 53.717%-ით იმარჯვებს.

მის კონკურენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირკიტაძეს ხმათა 46.283% აქვს მიღებული. ამ დროისთვის რუსთავში საარჩევნო უბნების 100% უკვე დათვლილია.

ნინო ლაცაბიძემ არჩევნების მეორე ტურში 27 301 ხმა მიიღო, რაც პირველი ტურში აღებულ ხმებზე 4 949 ხმით მეტია (ლაცაბიძის მიღებული ხმები I ტურში – 22 352). რაც შეეხება დავით კირკიტაძეს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მან არჩევნების მეორე ტურში 23 523 ხმა მიიღო, რაც პირველ ტურში მიღებულ ხმებზე 1 817-ით მეტია (კირკიტაძის მიერ მიღებული ხმები არჩევნების I ტურში 21 706).

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი