საზოგადოება

ფოთში 100% დათვლილია, მოიგო “ოცნების” კანდიდატმა — წინასწარი შედეგები

31 ოქტომბერი, 2021 • 795
ფოთში 100% დათვლილია, მოიგო “ოცნების” კანდიდატმა — წინასწარი შედეგები

“ცესკოს” წინასწარი მონაცემებით, ქალაქ ფოთის მერის არჩევნები “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ბექა ვაჭარაძემ მოიგო. მისი კონკურენტი ოპოზიციიდან, გიგი უგულავა აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგებს არ აღიარებს.

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის” თანახმად, დათვლილია საარჩევნო უბნების 100%. “ქართული ოცნების” კანდიდატს ფოთში 57.35% აქვს, მის კონკურენტს კი — 42.65%.

გიგი უგულავა ამბობს, რომ ქალაქში არჩევნები გაყალბდა, როგორც პირდაპირი, ასევე მოსყიდვის და ძალადობის გზით, რის გამოც ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების აღიარებას არ აპირებს.

“ცესკოს” წინასწარი მონაცემებით, ყველა ქალაქში, გარდა წალენჯიხისა, “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ.

არ ვცნობ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო – უგულავა

მასალების გადაბეჭდვის წესი