ახალი ამბები

ფოთში ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა

27 ნოემბერი, 2023 • 1089
ფოთში ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა

ფოთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა და დააზიანა რამდენიმე მანქანა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ამინდის გაუმჯობესებამდე დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსზე დროებითი გადახურვის გაკეთება იგეგმება.

რაც შეეხება ზარალის ოდენობას, მერიის განცხადებით, მიყენებული ზიანის შეფასება დაჩქარებული ტემპით მოხდება და დაიწყება კაპიტალური გადახურვის სამუშაოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი