ეკონომიკა

რუსეთი თხევად გაზს ბულგარეთში ქართული პორტების გავლით გაიტანს – Reuters

13 ივლისი, 2022 • 1892
რუსეთი თხევად გაზს ბულგარეთში ქართული პორტების გავლით გაიტანს – Reuters

ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, რუსი ექსპორტიორები რუსეთიდან ბულგარეთში თხევადი გაზის (LPG) ექსპორტს განახორციელებენ საქართველოს, კერძოდ ფოთის პორტის გავლით, რადგან ტრადიციული საექსპორტო მარშრუტები დახურულია.

ტრადიციულ საექსპორტო მარშრუტში იგულისხმება უკრაინის ხაზი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლის,- უკრაინაში რუსეთის შეჭრის,- შემდეგ რუსეთს შეჩერებული აქვს [რუსეთს ასევე შეჩერებული აქვს თხევადი გაზის სარკინიგზო გადაზიდვები რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში, ასევე, უკრაინის გავლით].

„როიტერსი“ საფინანსო-ანალიტიკურ პლატფორმა Refinitiv Eikon-ზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წლის ივლისში იგეგმება დაახლოებით 3000 ტონა თხევადი გაზის ტრანსპორტირება რუსეთის ქალაქ სურგუტიდან ფოთამდე სარკინიგზო ხაზის მეშვეობით, ფოთიდან კი ეს ტვირთი საზღვაო ხაზით გადავა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში.

სააგენტო ასევე იუწყება, რომ ფოთის პორტის გზა 50%-ით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე არსებული უმოქმედო მარშრუტები.

ჯერჯერობით რუსული გაზის, მათ შორის LPG-ის გადაზიდვა არ მოქცეულა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი