საზოგადოებასამართალი

არ ვცნობ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო – უგულავა

31 ოქტომბერი, 2021 • 903
არ ვცნობ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო – უგულავა

გიგი უგულავა, ფოთის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”, აცხადებს, რომ ფოთში არჩევნები გაყალბდა, როგორც პირდაპირი, ასევე მოსყიდვის და ძალადობის გზით, რის გამოც ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების აღიარებას არ აპირებს. ამის შესახებ უგულავამ არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ფოთელს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. მაგრამ, სამწუხაროდ, მეგობრებო, თქვენი ხმა გაყალბდა.

მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ბუნებრივია, ჩვენ გავასაჩივრებთ, მაგრამ აქაც მოჯადოებული წრეა, უნდა გვესმოდეს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ეს არჩევნები მიდის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში, სადაც მას ხვდება ბატონი მურუსიძე. ამიტომ ეს მოჯადოებული წრეა, ამიტომ საქართველოს “ოცნების” ხელისუფლებამ აქაც გამოავლინა თავისი სახე. მე ვსაუბრობ ფოთზე, არ მაქვს სხვა ქალაქის მონაცემები, მაგრამ ფაქტია, რომ არნახული ფულით და გაყალბებით და ძალადობით აქაც ცდილობენ სასურველი შედეგის დადებას და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ხალხის ნების დამახინჯებას”, – განაცხადა უგულავამ.

ფოთში ამ დროისთვის [00:38] უბნების 69.7%-ია დათვლილი. ამ მონაცემებით გიგი უგულავამ ხმების 42.65% მოიპოვა, “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ბექა ვაჭარაძემ კი- 57.36%.

მასალების გადაბეჭდვის წესი