საზოგადოება

დუისში “ოცნების” წევრი სხვისი პირადობით აპირებდა ხმის მიცემას – ენმ [ვიდეო]

30 ოქტომბერი, 2021 • 840
დუისში “ოცნების” წევრი სხვისი პირადობით აპირებდა ხმის მიცემას – ენმ [ვიდეო]

ენმ აცხადებს, რომ კახეთში, კერძოდ სოფელ დუისის 26-ე უბანზე, მოქალაქე სხვისი პირადობის მოწმობით აპირებდა ხმის მიცემას, რაც მათ აღმოაჩინეს.

საუბარია მოქალაქე გურამ ხანგოშვილზე, რომელმაც ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დუისში “ქართული ოცნების” კოორდინატორია.

პარტიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქე, ამავდროულად, არჩევნებზე დამკვირვებელია. ხანგოშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ეს სიძის პირადობაა, რომელიც საფულეში ედო და აერია.

საბოლოოდ, ხანგოშვილის განცხადებით, “ხარვეზი” ადგილზევე აღმოიფხვრა და თავისი პირადობით მისცა ხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი