საზოგადოება

საქართველოში მოქმედ სომხურ ეკლესიებში ახალდაქორწინებულები აკურთხეს

14 თებერვალი, 2013 • 1663
საქართველოში მოქმედ სომხურ ეკლესიებში ახალდაქორწინებულები აკურთხეს

ავლაბრის წმიდა ეჯმიაწინის ეზოში შეკრებილ ახალდაქორწინებულებს კურთხევის სიტყვით მიმართა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

 

ზურნისა და დოლის თანხლებით, სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ნათლიამ – ერიკ საფარიანმა დაანთო კოცონი, რომლის ირგვლივ გაჩაღდა  ცეკვა და სიმღერა, რომელიც გადაიზარდა ეროვნულ დღესასწაულში. შემდეგ ახალდაქორწინებულ წყვილებს დაურიგდა საჩუქრები, ზეიმი დასრულდა ფეიერვერკით. 

 

სადღესასწაულო კოცონი დაინთო და ახალდაქორწინებულები დალოცეს, აგრეთვე, ბათუმში, ნინოწმინდასა და ახალციხეში. ხოლო ახალქალაქში კი, ჯავახეთში სომეხთა ეპარქიის ადგილმონაცვლის, არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის წინამძღოლობით მოეწყო საღამოს ლოცვა, რომლის შემდეგ დაინთო სადღესასწაულო კოცონი და მოეწყო სახალხო ზეიმი.

 

სომხური სამოციქულო წმიდა ეკლესია 14 თებერვალს ზეიმობს მირქმას, ანუ 40 დღიანი იესოს ტაძრისთვის ბოძებას. 13 თებერვალს, დღესასწაულის წინა დღეს, თბილისის ავლაბრის წმიდა ეჯმიაწინში საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა წინასადღესასწაულო წირვა.

 

სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი და სასულიერო პირები, მორწმუნეთა თანხლებით, ეკლესიაში აღებული ცეცხლით მიემართნენ ეკლესიის ეზოში, სადაც დაენთო ტრადიციული კოცონი – ქრისტეს სინათლის სიმბოლოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი