საზოგადოება

კლიმატური ცვლილებების ზეგავლენა ჯანმრთელობაზე

7 დეკემბერი, 2011 • 1624
კლიმატური ცვლილებების ზეგავლენა ჯანმრთელობაზე

 

კლიმატური ცვლილებები, როგორიცაა ამინდის ექსტრემალური ცვლილება და გვალვისა და ნალექიანობის სტრუქტურის შეცვლა, ჰაერის დაბინძურების საფრთხეს ზრდის. შესაბამისად, კლიმატური ცვლილებები ადამიანთა ჯანმრთელობაზე ახდენს ზეგავლენას. კლიმატური ცვლილებები მოქმედებს სურსათის უვნებლობაზე და კვების შედეგად მიღებული ინფექციების გავრცელების საფრთხეს ზრდის.

 

სწორედ კლიმატური ცვლილებების ჯანმრთელობაზე ზეგავლენის საფრთხე იყო დურბანში ჩატარებული კონფერენციის მთავარი თემა, რომელიც გაეროს ინიციატივით გაიმართა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO)-ს მიერ გამოქვეყნებულ ახალ პუბლიკაციაში აღნიშნულია ის საშუალებები, რითაც კლიმატური ცვლილებების და, შესაბამისად, ჯანმრთელობის დაზიანების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ერთ-ერთ სახეს ისეთი გადაადგილების საშუალებები წარმოადგენს, როგორებიცაა: ველოსიპედი, ფეხით სიარული და სხვა ნახშირბადის დაბალი გამომყოფი ტრანსპორტი.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მონაცემებით, 2035 წლისთვის 5,7 ტრილიონის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, რათა თავიდან ავიცილოთ კლიმატური კატასტროფები.

”რესურსების რევოლუციაში”, რომელიც ბოლო კვლევაა ამ ეტაპზე, წერია, რომ ისეთი რესურსების წარმოება, როგორებიცაა– წყალი, მიწა, საჭმელი და მინერალები, 2030 წლისთვის კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდება, ვინაიდან დამატებით 3 მილიარდი მომხმარებელი ეყოლება ამ რესურსებს.

”ჩვენ კი წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ უნდა ვაწარმოოთ ამდენი მნიშვნელოვანი რესურსი”- წერია კვლევაში.

ის, რომ მსოფლიო კლიმატური ცვლილებების საფრთხის წინაშე დგას, საკამათო საკითხს აღარ წარმოადგენ – წერს სიმონ ზადეკი სპეციალურად CNN-ისთვის. სიმონ ზადეკი ინოვაციის მართვის საერთაშორისო ცენტრისა და ”მწვანე ზრდის” გლობალური ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერია.  დისკუსიის საკითხი ახლა გლობალური გარიგებაა, რომლის მიხედვითაც ქვეყნებმა ნახშირბადის გამოყოფა უნდა შეამცირონ. გარიგება ასევე გულისხმობს მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების მხრიდან ღარიბი ქვეყნების დახმარებას ამ კუთხით. გარიგების ფარგლებში მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებმა კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული თემის წარმომადგენლებს, რომლებიც დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ცხოვრობენ, დახმარება უნდა აღმოუჩინონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი