საზოგადოება

ყაზახური ინვესტიციების ქართული წყარო

7 ნოემბერი, 2011 • 2593
ყაზახური ინვესტიციების ქართული წყარო

ხუთი დღის დაარსებულმა კომპანიამ _ Adjara Hirizonts Holding B.V – 2006 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ბრძანებით, აჭარის ზღვისპირა ზოლში 21 სასტუმრო შეიძინა. “ბათუმელების” მიერ მოპოვებულ დოკუმენტებშიყაზახურ ინვესტიციად” წოდებულ პორტფელში ოთხი კომპანია ფიგურირებს, მაგრამ ოთხივეს, საერთო ჯამში, ერთი კომპანია მართავს, რომელსაც ერთადერთი _ ქართველი დამფუძნებელი ჰყავს. “შავისზღვისპირეთის ულტრათანამედროვე საკურორტო ზოლად გადაქცევას” კიდევ ცხრა წელიწადი დააგვიანდება. თუმცა ვადების დარღვევის გამო ამ კომპანიას სანქცია აღარ დაეკისრება.

21-დან 20 შეჩერებული პროექტი

აჭარის კურორტების” 21 გაყიდული ობიექტიდან სასტუმრომედეას: ტერიტორია ერთადერთია, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მე-11 სართულს აშენებენ. მშენებლობაზე გამოკრულ სარეკლამო ბანერზე მითითებულია, რომ მშენებლობის დასრულების თარიღია 2011 წლის მიწურული“.

ამ ინფორმაციის ამოკითხვა ბანერზე 26 მარტის მდგომარეობით შესაძლებელი იყო. ზუსტად 26 მარტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის თანახმად, სასტუმროები: “რედისონ ბათუმი” (ყოფილიმედეასტერიტორია) დამესხეთი” ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს 2010 წლის 1 ივლისამდე. ყოფილმესხეთის” ტერიტორიაზე ჯერ სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა.

დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ამ ობიექტების ნასყიდობის ხელშეკრულება ორჯერ შეიცვალა. პირველად ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში, 2006 წლის 2 მარტს. ამით 36 თვეში 21 ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარების ილუზია დასრულდა, მაგრამ განისაზღვრა, რომმესხეთიდამედეა” 2008 წლის მიწურულს უნდა ჩაბარებულიყო.

ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილება #2, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და Adjara Hirizonts Holding B.V –ის წარმომადგენლები აწერენ ხელს, 2008 წლის 27 თებერვლით თარიღდება. ამ ცვლილებით ქობულეთში სასტუმროჰორიზონტის” მშენებლობა 2010 წლის იანვარში იწყება. დანარჩენი 19 ობიექტის მშენებლობა კი 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს.

გიორგი ნიკოლაიშვილს, რომელიც ქართულყაზახურ საინვესტიციო ჯგუფს წარმოადგენს აჭარაში, “ბათუმელები~”ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით რამდენჯერმე ესაუბრა. მესამე ინტერვიუს დროს კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან და ვალდებულების დარღვევას ადგილი არ აქვს.

ნიკოლაიშვილის თქმით, პირველადრედისონ ბათუმის” მშენებლობა დასრულდება, “დანარჩენი ობიექტების ჩაბარების ვადა კი 2019 წლამდე გვაქვს. როგორც ჩანს, სამინისტროდან ძველი დოკუმენტაცია მოგაწოდეს”.

როგორც ირკვევა, კომპანია კიდევ ერთი ცვლილების მოლოდინშია, თუმცა ამის შესახებ სამინისტროში არ იციან. რატომ არ ინახება აჭარის ეკონომიკის სამინისტროში ეს დოკუმენტი? ამ კითხვაზე პასუხს კომპანიის იურისტი საკუთარ თავზე იღებს და აცხადებს: “სამინისტროს იურისტები და ჩვენ ვმუშაობთ ახალ შეთანხმებაზე. ეს დოკუმენტი მალე გაფორმდება”.

ყაზახურ ინვესტიციად წოდებული პორთფელი და ახალი კომპანიები

აჭარა კურორტები” ბათუმსა და ქობულეთში 21 ტურისტულ ობიექტს აერთიანებდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იყო. 2006 წლის თებერვალში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით, ეს ობიექტები პირდაპირი მიყიდვის წესით გაიყიდა. მყიდველ კომპანიას უნდა გადაეხადა 17,5 მილიონი ლარი. აქედან 13,5 მილიონი საკომპენსაციო თანხა სასტუმროებში მცხოვრებ დევნილებს მისცეს, ოთხი მილიონი კი ბიუჯეტში გადაირიცხა. ლევან ვარშალომიძის ბრძანებით, ეს ობიექტები ინვესტორს 36 თვის ვადაში უნდა ჩაებარებინა.

მაშინ პრეზიდენტმა საჯაროდ თქვა, რომაჭარა კურორტების” ქონების 100-ვე პროცენტის და სასტუმრომესხეთის” 52,83 წილის მფლობელი ყაზახური კომპანიასილქ როუდ გრუპი” გახდა. ხელშეკრულების მიხედვით კი შავზღვისპირეთში 21 სასტუმრო Adjara Hirizonts Holding B.V –მა იყიდა, რომელიც რეგისტრირებულია ჰოლანდიაში (სარეგისტრაციო ნომერი #06052861, იურიდიული მისამართი შტეპელსტრაატ 16,3065 როტერდამი, ნიდერლანდები). ამ ორ კომპანიას შორის არსებული კავშირი ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩანს. ერთ წინადადებაში წერია, რომ Adjara Hirizonts Holding B.V სილქ როუდ გრუპის აფილირებული პირია (ეს იმას ნიშნავს, რომ ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანიას სილქ როუდ გრუპი აკონტროლებს).

ლევან ვარშალომიძემ 21 ობიექტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ ბრძანება 2006 წლის 14 თებერვალს გამოსცა. მყიდველი კომპანია კი ნიდერლანდებში ხუთი დღით ადრე შეიქმნა. ხუთი დღით ადრე დარეგისტრირებულ Adjara Hirizonts Holding B.V –ის შესახებ ინტერნეტის საძიებო სისტემაში მხოლოდ ის ინფორმაცია დევს, რასაც ქართული მედია წერდა 2006 წელს. სტატიები, ძირითადად, დევნილების გამოსახლებას ეხება. დამფუძნებელთა თუ მოწილეების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. დღემდე გაუგებარია, ეს კომპანია მხოლოდ ყაზახურია, ყაზახურქართული, თუ არც ერთი და არც მეორე.

ბათუმელების” კითხვა, რატომ მიყიდეს 21 ობიექტი ხუთი დღის წინ დაფუძნებულ კომპანიას, უპასუხოდ რჩება (აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი მოგვაწოდეს, მაგრამ ინტერვიუზე უარი განაცხადეს. გიორგი ნიკოლაიშვილი კი ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მის კომპეტენციას სცილდება).

ყოფილიმედეას” ტერიტორიაზე განთავსებულ სარეკლამო დაფაზე წერია, რომ ამ ობიექტის მშენებლობას და მართვას აწარმოებს კომპანია, რომლის სახელწოდება არცსილქროუდ გრუპია” და არც Adjara Hirizonts Holding B.V. ამ ინვესტიციაში კიდევ ერთი ახალი კომპანია ჩნდება _ “Development Solutionsi”. ამ კომპანიის საიტიდან ცნობილი ხდება, რომ თბილისშირედისონ ივერია”, ბათუმში სასტუმროები: “მესხეთი” (52,83%) დამედეა” ის პროექტებია, რომლის მართვას ეს კომპანია ახორციელებს.

ამ კომპანიის ისტორია, ვებგვერდის მიხედვით, 2006 წელს იწყება. ოღონდ აქ განმარტებულია, რომ კომპანიის დამფუძნებლებისაერთაშორისო და ქართველი ინვესტორები” არიან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, ” Development Solutionsi”– მხოლოდ ერთი დამფუძნებელი ჰყავს _ კონსტანტინე მხეიძე. ვებგვერდზე კი წერია, რომ კონსტანტინე მხეიძე კომპანიის თანამშრომელია _ მას პროექტების განვითარების მენეჯერის თანამდებობა უჭირავს. რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კონსტანტინე მხეიძეზე რაიმე სხვა სოლიდური ქონება რეგისტრირებული არ არის. “ბათუმელები” კონსტანტინე მხეიძეს ვერ დაუკავშირდა, საიტზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე არავინ პასუხობდა.

რეესტრის მონაცემებით Development Solutionsi არ არის 21 სასტუმროს მფლობელი. გიორგი ნიკოლაიშვილის თქმით, ეს კომპანია მხოლოდ მართვას ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელი მსოფლიოში აპრობირებული ბიზნესის მართვის” სქემას ყაზახური ინვესტიციის მაგალითზე გვიხაზავს. ნახაზის მიხედვით, გრაფიკის სათავეშიეველოპმენტ შოლუტიონსი. ის ქონებას ბათუმში, ქობულეთსა და მწვანე კონცხზე სექტორებად ყოფს. გიორგი ნიკოლაიშვილის განმარტებით, სექტორებში მოქცეული ქონება შედარებით მცირე კომპანიების სახელზეა დარეგისტრირებული.

საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, “აჭარა კურორტების” ქონება _ 21 ობიექტი, ისევ Adjara Resorts Holding B.V –ზეა რეგისტრირებული. გიორგი ნიკოლაიშვილი: “ამ კომპანიებს ერთი მფლობელი ჰყავთ. უბრალოდ, ბაზარზე სხვადასხვა კომპანიით ვოპერირებთ”. კითხვაზე: აქვთ თუ არა ქართველი მაღალჩინოსნების სპეციალურად ამ ობიექტების შესაძენად დაფუძნებულ კომპანიებში წილები? _ ამბობს, რომ Development Solutionsi ქართული ბიზნესის წილი ნამდვილად არის, ვინაიდან ეს ქართულყაზახური კომპანიაა, მაგრამ თავად დაქირავებული თანამშრომელია და ამ ინფორმაციის ფლობა მის კომპეტენციას სცილდება.

Development Solutionsi – ვებგვერდიდან ვიგებთ, რომ ამ კომპანიის გამგებლობის სფეროშიაბათუმირივიერაც”. დოკუმენტების მიხედვით კი,რივიერა” თბილისურ კომპანია შპსვენტოს” ეკუთვნის. რივიერა საგადასახადოს დავალიანების დაფარვის მიზნით გაიყიდა. თუმცა აუქციონზე შემოსული თანხით დავალიანება ნაწილობრივ დაიფარა. “რივიერას” ბიუჯეტის 17 მილიონი ლარის ვალი ემართა. ქონება აუქციონზე 14 მილიონად შეფასდა და 10 მილიონად გაიყიდა (“ბათუმელების” ინფორმაცია). ანუ შპსვენტოც” დარივიერაც” ყაზახური ინვესტიციის ნაწილიაახლა შპსვენტოს” დირექტორიც გიორგი ნიკოლაიშვილია (Development Solutionsi ის თანამშრომლებს ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე მუშაობენ).

მთლიანი სურათი ასეთია: აჭარაში ნაყიდ 21 ობიექტსა და ზღვისპირარივიერას” ერთი კომპანია _ Development Solutionsi – მართავს, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს ყველა დოკუმენტაციაში მხოლოდ Adjara Hirizonts Holding B.V. – ფიგურირებს.

ოპერირების უფლებას“ Adjara Hirizonts Holding B.V. –ის ნასყიდობის ხელშეკრულებაც აძლევს. ამ ხელშეკრულების თანახმად, მას შეუძლია 21 ობიექტით, რომლებიც სახელმწიფოსგან მინიმალურ ფასად მიიღო, უძრავი ქონების ბიზნესიც კი აწარმოოს (ხელშეკრულების 7,4 მუხლი: საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან მყიდველს აქვს უფლება, გადასცეს დაუთმოს, გადააკისროს, მიყიდოს, მიაქირავოს, გადასცეს იჯარით, ნებისმიერი ფორმით დატვირთოს. თუმცა ნაკისრი უფლებამოვალეობებით)”.

“2009 წლის ივლისში საქართველოს პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ყაზახი ინვესტორები. ამონარიდი მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლიდან: “არაფერი გააკეთა და უამრავი ადამიანი უმუშევრად დატოვა. ასეთივე წარუმატებელი აღმოჩნდა მათი პროექტები თბილისსა და ბათუმში, სადაც მათ სასტუმროები შეიძინეს და იქ მცხოვრებ დევნილებს იმდენად მიზერული თანხა გადაუხადეს, რომ ამ ხალხმა საცხოვრებელი ბინების შეძენა ვერ შეძლო. ამ თემაზე გადაწყვეტილი მაქვს ვესაუბრო ყაზახეთის პრეზიდენტს, პირადად დაველაპარაკო”.

2009 წლის აგვისტოში გაზეთბათუმელებს” აჭარის ეკონომიკის სამინისტროში ვადების გადაწევის მიზეზად მსოფლიოს ფინანსური კრიზისი და აგვისტოს ომი დაუსახელეს. თუმცა სამინისტროში ასეთი შინაარსის სამოტივაციო წერილი დღემდე არ დევს და ვერც იქნებოდა, ვინაიდან ცვლილება ხელშეკრულებაში ომამდე ხუთი თვით ადრე შევიდა. შეთანხმებას მიაღწიეს თუ არა ნაზარბაევმა და სააკაშვილმა, ჯერჯერობით, დოკუმენტად არ გაფორმებულა.

მას შემდეგ, რაც ზურაბ ნოღაიდელი პრემიერი აღარ არის, უკვე ხუთჯერ იყო ყაზახეთში. ასტანაში ერთერთი ბოლო ვიზიტის შემდეგ მანბათუმელებს” უთხრა, რომ შეხვდა ყაზახეთის მოქმედ პრემიერს და მათი საუბრის თემა იყო ის პრობლემები, რაც ყაზახურ ინვესტიციებს საქართველოში შეექმნა. ნოღაიდელი პირად ფინანსურ დაინტერესებას და ყაზახურ კომპანიებში წილების ფლობას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ ქართველ მაღალჩინოსნებს ამ ინვესტიციებში უკანონო წილები აქვთ.

დაბოლოს, საქართველოს პარლამენტში განიხილავენ ცვლილებებს, რომლებიც უნდა შევიდესსახელმწიფო ქონების პრივატიზებისშესახებ კანონში. ამ ცვლილების თანახმად, მყიდველი საპრივატიზაციო პირობების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული სანქციებიდან თავისუფლდება. პროცედურა ასეთია: მყიდველმა განცხადებით თავად უნდა მიმართოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 1 ივლისამდე.

პროექტის თანახმად, ეს ცვლილება იმათაც შეეხება, რომლებსაც უკვე დაკისრებული აქვთ სანქციები. მყიდველი განცხადებასა და სამოტივაციო წერილს უგზავნის მთავრობას, რომელიც უფლებამოსილია წარუდგინოს ეს დოკუმენტი საქართველოს პრეზიდენტს. საპრივატიზაციო პირობების შეცვლის და გადახედვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს.

ამ ცვლილებას კანონში, სავარაუდოდ, აპრილისთვის მიიღებენ. Development Solutionsi , რომელიც ყაზახური პროექტების მართვას ახორციელებს, ამ შეღავათებით ალბათ ისარგებლებს. განსხვავებით იმ შვიდი კომპანიისგან, რომელთაც დარღვეული პირობების გამო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უკვე ჩამოართვა ქონება და გადაყიდა ან გააუუქმა ხელშეკრულებები.

ექსპერტ დემურ გიორხელიძეს მიაჩნია, რომ მსოფლიო პრაქტიკაში მიღებული ფორმაა, როცა ერთი მსხვილი კომპანია აარსებს კომპანიებს, რადგან კონცენტრირებულ ინტერესებს სხვა პატარა კომპანიებში აქცევს _ უკეთ მართვის თვალსაზრისით. თუმცა ექსპერტს მიაჩნია, რომსაქართველოში ამ ფორმას შენიღბვის მიზნითაც იყენებენ. ფულიანი ქართველები უცხოეთში აფუძნებენ კომპანიებს, ან შედიან უცხოელებთან გარიგებაში და აქ ყიდულობენ ქონებას. ჩვენს ქვეყანაში საკუთრებას აქვს პრობლემა და ეს, ძირითადად, საკუთრების დაცვის მიზნით ხდება”.

2006 წლის 11 იანვარს ასტანაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებული იყო, რომ ყაზახურ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების წყალობით, 2008 წლიდან აჭარა მსოფლიო სტანდარტების საუკეთესო მხარე გახდებოდა. ყაზახური კომპანია რამდენიმე სასტუმროს მშენებლობაში ინვესტიციებს განახორციელებს, ამის შედეგები ზაფხულისთვის უკვე იქნება. 2008 წელს აჭარა იქნება უზარმაზარი ულტრათანამედროვე საკურორტო კომპლექსი, ისეთივე, როგორიც არის დიდი თურქეთისა და ბულგარეთის კურორტები. ყაზახები მალე ნომერ პირველი ინვესტორები გახდებიან საქართველოში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი