რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Bellingcat-ის გამომძიებელ ჟურნალისტზე, რუსეთის საკითხებზე მომუშავე ხრისტო გროზევზე ძებნა გამოაცხადა.
სამინისტროს ჯერჯერობით არ განუცხადებია, თუ რა მოტივით გამოაცხადეს ჟურნალისტზე ძებნა – რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე მხოლოდ გროზევის მინიმალური პერსონალური მონაცემებია გამოქვეყნებული.
#Bellingcat journalist @christogrozev was put on the wanted list of #Russia. pic.twitter.com/EYzUwQXJJi
— NEXTA (@nexta_tv) December 26, 2022
50 წლის ხრისტო გროზევი „ბელინგქეთის“ არაერთი გამოძიების ავტორია, მათ შორის 2018 წლის „სკრიპალების საქმის“, ნავალნის მოწამვლის შესახებ და ა.შ.. იგი ასევე აქტიურად წერს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ.
„წარმოდგენა არა მაქვს, რა საფუძვლით დამამატა რუსეთმა „ძებნილთა სიას“, ასე რომ, ამ ეტაპზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც უნდა იყოს [ეს ბრალდება], აზრი არა აქვს – წლების განმავლობაში ცხადად აჩვენებენ, რომ მათ ეშინიათ ჩვენი საქმიანობისა და ყველაფერს იზამენ, რათა ეს საქმიანობა შეაჩერონ“, – წერს გროზევი ტვიტერზე.
A general comment: I have no idea on what grounds the Kremlin has put me on its “wanted list”, thus I cannot provide any comments at this time. In a way it doesn’t matter – for years they’ve made it clear they are scared of our work and would stop at nothing to make it go away. https://t.co/fd4Evbd7gJ
— Christo Grozev (@christogrozev) December 26, 2022
2022 წლის ივლისში რუსეთის FSB-მ განაცხადა, რომ გროზევი გარეული იყო „რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გატაცების წარუმატებელ საქმეში“, რასაც გროზევმა სიყალბე უწოდა.