სამართალი

ადვოკატები საარჩევნო გარემოს მჯდომარე აქციით აპროტესტებენ

12 მაისი, 2010 • 1142
ადვოკატები საარჩევნო გარემოს მჯდომარე აქციით აპროტესტებენ

დღეს, 3 საათიდან, პარლამენტის წინ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მჯდომარე აქცია დაიწყო. იგი ადგილობრივი არჩევნების დასრულებამდე, 30 მაისამდე, გაგრძლდება.

პარტია “თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის, განცხადებით, ადვოკატთა ასოციაციმ ათი დღის წინ საქართველოს პარლამენტს მიმართა თხოვნით საარჩევნი კოდექსში ცვილების შეტანის თაობაზე.

შალვა ხაჭაპურიძე ითხოვს საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის დაყენებას, ვიდეომასალის ხელმისაწვდომობას და საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდას.

ადვოკატები, ასევე, მოითხოვენ ნაკვეთურიანი ბეჭდის შემღებას საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის დროის დაფიქსირებას, არჩევნების შეჯამებას სიითი შემადგენლობის 2/3-ით.

ხაჭაპურიძეს განცხადებით, ცვლილება უნდა შევიდეს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლში, რაც გულისხმობს გასაჩივრების ვადის გაზრდას 72 საათამდე.

“არჩევნების დასრულების შემდეგ, წარვადგენთ ჩვენ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც მართლაც დემოკრატიულია და არც ერთ მხარეს    (ხელისუფლებასა  და ოპოზიციას) მისცემს არჩევნების გაყალბების უფლებასˮ, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

შალვა ხაჭაპურიძის მიმართვას უერთდებიან ადვოკატთა ასოციაციის წევრებიც. მათი ნაწილი შალვა ხაჭაპურიძესთან ერთად პარლამენტის კიბეზე დაჯდა.  

 “მე არ ვმონაწილეობდი ამ შენიშვნების შემუშავებაში, თუმცა, როდესაც გავეცანი, შევუერთდი და ერთ-ერთი ხელმომწერი ადვოკატიც ვარ. აღნიშნული შენიშვნების მიღება ობიექტური საარჩევნო გარემოს შესაქმნელად იქნებოდა სასარგებლო“,-განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა.

ადვოკატების გაცხადებით, ისინი მიმართვის  ტექსტს დიდი რვიანის ლიდერებს გაუგზავნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი