სამართალი

სასამართლომ რ2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა

8 დეკემბერი, 2021 • 929
სასამართლომ რ2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წილები მოქმედი მფლობელის საკუთრებაში რჩება.

არხის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე წილების 60%-ის დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

წილების 60% ქიბარ ხალვაშს რჩება, დარჩენილი 40% კი ხალვაშისავე კომპანიის, „პანორამის“ საკუთრებაში..

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა დიდავამ 8 დეკემბერს, 15:00 საათზე გამოაცხადა.

დვალი-აქიმიძის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი კახა კოჟორიძე იცავდა.

ვრცლად ამ დავაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.