მანამდე შსს გავრცელებულ ცნობებში თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მიმდინარე ოპერაციას შეიარაღებული დაჯგუფების დევნის ოპერაციას უწოდებდა.
ჯერჯერობით არ ვრცელდება სხვა რაიმე დამატებითი ოფიციალური ცნობა, რა ტერორისტულ ჯგუფზეა საუბარი. საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნა კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ოპერაცია 28 აგვისტოს, დაახლოებით 23.00 საათზე დაიწყო.
ჯერჯერობით არ ვრცელდება დაზუსტებული ინფორმაცია დაჭრილების ან გარდაცვლილების შესახებ.
29 აგვისტოს, დაახლოებით 13.40 საათზე თბილისში, ღუდუშაურის კლინიკასთან ვეტმფრენი დაეშვა, რომლითაც საავადმყოფოში სავარაუდიდ დაჭრილი მიიყვანეს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად არიან დაჭრილები და დაშავებულები.