ხელოვნება

ხელოვნებით თერაპია – ახალი პროექტი და გამოფენა გალერეა “ვაკეში”

24 ოქტომბერი, 2015 • • 1868
ხელოვნებით თერაპია –  ახალი პროექტი და გამოფენა გალერეა “ვაკეში”

პროექტის პრეზენტაცია გამოფენის ფონზე მოეწყო. თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები, მინანქრის მინიატურები და სპილენძის სკულპტურები დამთავლიერებელს 4 ნოემბრამდე დაელოდება.

ხელოვნებით თერაპევტი ეკა მჭედლიშვილი ამბობს, რომ ხელოვნების თერაპიას იმაზე დიდი ისტორია აქვს, ვიდრე ეს დღეს გვგონია.

 

გამოფენა არტ გალერეა ვაკეში. პროექტის - მე შევძლებ პრეზენტაცია
გამოფენა არტ გალერეა ვაკეში. პროექტის – მე შევძლებ პრეზენტაცია

 

“არტ-თერაპია ეს არის ხელოვნებით მკურნალობა, ეს ყველაფერი თითქოს ახალია, მაგრამ რეალურად ტერმინი 1938 წელს გაჟღერდა. მანამდეც რომ დავფიქრდეთ, როდესაც ბავშვებს ზღაპარს ვუყვებით, ესეც არტ-თერაპიაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წამოგვეწყო ეს პროექტი და ყველასათვის გვეჩვენებინა, რომ ისინი შეძლებენ უბრალოდ ნივთების შეცვლით საკუთარი განწყობის შეცვლასაც.

 

ფსიქოლოგიური სავარჯოშოების დახმარებით განწყობის შეცვლას ნებისმიერ მსურველს შეასწავლიან დიზაინერ მაია არჩვაძის სახელოსნო-სტუდიაში. რამდენიმეკაციანი ჯგუფები ყოველდღიური ნივთებისათვის ახლი დანიშნებულების მინიჭებასა და საკუთარი ფანტაზიით სხვადასხვა ნივთის შექმენას შეძლებენ.

 

მაია არჩვაძე ამბობს, რომ ხელოვნების დახმარებით ადამიანებს საკუთაირი შინაგანი სამყაროსაკენ მიმავალი ახალი გზების პოვნა შეუძლიათ.

 

“მეც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ შემეძლო რაღაც შემექმნა. ახლა უკვე სხვებთან ერთად ვმუშაობ, მაქვს ჩემი სტუდია და ვხვდები, როგორი ამოუწურავია ადამიანის ფანტაზია. თითოეულ მათგანთან ერთად ახალ სამყაროს შევიცნობ. და რომ იცოდეთ, რა სიმშვიდე ეუფლება ყველას, როდესაც ისინი რაიმეზე მუშაობენ. ეს სიმშვიდე შემდეგ ამ დეტალებში ინაცვლებს და დამთვალიერებელზე გადადის,” – ამბობს მაია არჩვაძე.

 

გამოფენა არტ გალერეა ვაკეში. პროექტის - მე შევძლებ პრეზენტაცია
გამოფენა არტ გალერეა ვაკეში. პროექტის – მე შევძლებ პრეზენტაცია

 

გამოფენა 4 ნოემბამდე გაგრძელდება. მსურველებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ გალერეას და ჩაეწერონ ხელოვნებით თერაპიის კურსებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი