ესტონელი მომღერალი „ევროვიზიის“ შესარჩევზე საქართველოზე მღერის [კლიპი]

ესტონელი მომღერალი ეგერტ მილდერი „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურსზე საქართველოზე სიმღერით წარსდგება. კონკურსი ესტონეთში თებერვალში გაიმართება, ეგერტ მილდერი ამ კონკურსის ერთ-ერთი მონაწილეა 24 კონკურსანტიდან. კონკურსში გამარჯვებული უკვე ესტონეთს წარადგენს ევროვიზიაზე.

Georgia (On My Mind) – ასე ეწოდება სიმღერას, რომლის კლიპიც საქართველოშია გადაღებული.

„ეს არის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დღეს, ძვირფასო საქართველოვ, შენ უფრო ლამაზი ხარ, ვიდრე ოდესმე, შენი თბილი გულითა და ხასხასა ფერებით. მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვაჩვენო შენი მშვენიერება ჩემ შემდეგ მუსიკალურ ვიდეოში,“ – წერს მომღერალი ინსტაგრამზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com