კინოხელოვნება

როგორ ჟონავს ფილმები ინტერნეტ-სივრცეში პრემიერამდე

20 აპრილი, 2015 • • 1497
როგორ ჟონავს ფილმები ინტერნეტ-სივრცეში პრემიერამდე

ვიდეო Youtube-დან მალევე გაქრა, თუმცა ფანებმა მისი სხვა საიტებზე დუბლირება შეძლეს. კინოსტუდიამ მოგვიანებით ტრეილერის ახალი ვერსია გაავრცელა.

 

ბოლო თვეების მანმავლობაში ეს უკვე მეორე მასშტაბური პროექტის “გაჟონვის” ფაქტია. ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში კინოსტუდია “მარველის” ფილმის “შურისმაძიებლები: ალტრონის ხანა” ტრეილერი ინტერნეტში დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე გავრცელდა. ფილმის “Deadpool” ტრეილერის საცდელი ვერსია კი – ივლისში.

 

ასეთი შემთხვევების შემდეგ კინოსტუდიები, ძირითადად, ტრეილერებს “მეკობრე” გვერდებიდან შლიან და თავადვე ავრცელებენ დროზე ადრე.

 

სულ ახლახან ტელეარხ HBO-ს პოპულარული სერიალის “სამეფო კარის თამაშები” მეხუთე სეზონის 4 სერია ერთობლივად გამოვიდა პირატულ საიტებზე. ტელეარხმა შემთხვევის გამოძიება დაიწყო და გავრცელებული DVD ხარისხის ვიდეოფაილები ფილმის კრიტიკოსებისათვის წინასწარ დაგზავნილი მასალა აღმოჩნდა. ყველა ფაილს, რომელიც ფილმის პრემიერამდე ვრცელდება, იმ ადამიანის ვინაობა აქვს მითითებული, რომელსაც ის ეგზავნება. ამ შემთხვევაში HBO-ს სერიალის ვიდეომასალები კრიტიკოსებისა და წინა საპრემირო ჩვენებებისათვის იყო განკუთვნილი. HBO-მ ფაილების ძირითად გამვრცელებლად ვებ-გვერდი BitTorrent-ი გამოაცხადა და ყველა IP მისამართს, რომელმაც ფილმი ჩამოტვირთა. გამაფრთხილებელი მეილი გაუგზავნა. მსგავსი მეილის 3-ჯერ მიღების შემთხვევაში მომხმარებელს ტორენტ-საიტზე ანგარიში გაუუქმდება. ტელეარხს BitTorrent-ის მისამართით ლეგალური სანქციების დაწესების უფლება არ გააჩნია, რადგან ტორენტი მხოლოდ შუამავალი რგოლია მასალის ქურდსა და აუდიტორიას შორის.

ინტერნეტში ადრე არა მხოლოდ ფილმები და მათი ტრეილერები, არამედ სცენარები, ფოტოები და სხვა დეტალები ვრცელდება. ჯეი ჯეი აბრაამსის “ვარსკვლავური ომებისა” და კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის “Heatful Eight” სცენარებიდან დეტალები ჯერ კიდევ გადაღებების დაწყებამდე გახდა ცნობილი. სტუდია “სონის” ინტერნეტ-სერვერებიც ჰაკერების სამიზნედ არაერთხელ იქცა.

 

საინტერესოა, როგორ ხვდება მსავსი ინფორმაცია ინტერნეტ-სივრცეში.

 

თანამედროვე კინოინდუსტრია გაცილებით უფრო კომპლექსურია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. მაღალბიუჯეტიანი ჰოლივუდური ფილმის მზადების პროცესსა და დისტრიბუციაში ათასობით ადამიანია ჩართული. კომპანიებს უჭირთ ყველა მათგანის კონტროლი. მაგალითად, ფილმის “ავატარი” გადასაღებ მოედანზე, IMDB-ის მონაცემებით, ჯამში, 2,984 ადამიანი იყო დასაქმებული – საიდანაც 1,800 მხოლოდ ვიზუალურ ეფექტებზე მუშაობდა.  გადაღებების შემდეგ ყველა მათგანს ფილმის ის ნაწილი ეგზავნება, რომლის მომზადებაც ევალება. დასრულებული ფილმები კი მონაცემთა საერთო ბაზაში ინახება, რომელზეც ხელი შეზღუდული რაოდენობის აუდიტორიას მიუწვდება.

 

სტივ კრონანმა, ჰოლივუდის ერთ-ერთი დიდი მონაცემთა ბაზის “5th Kind” ხელმძღვანელმა Yahoo-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ მსგავს აფიორებში მონაწილეობით ძირითადად “პატარა ფიგურები” არიან დაინტერესებული. ოფიციალური პირები, რომლებიც კონტრაქტების საფუძველზე არიან ჩართული ფილმის წარმოებაში, საფრთხეებს ერიდებიან. კრონანის თქმით, ასეთი ჰაკერები საკუთარ მასალას ვერ ყიდიან, ამიტომ მოქმედება მოგების მიღებით არ არის პროვოცირებული.

 

“მსგავსი ჰაკერი უფრო ხშირად თქვენი პატარა ძმა შეიძლება აღმოჩნდეს და არა სერიოზული გადამყიდველი. ასეთ ჰაკერს უბრალოდ დაუოკებელი სურვილი ჰკლავს, რომ ფილმს უყუროს და მისმა გვერდმა ინტერნეტ-სივრცეში პოპულარობა მოიპოვოს,” – ამბობს სტივ კრონანი

 

მასალა ყველაზე დაუცველი პოსტპროდუქციის პროცესშია, როდესაც ფილმის დასრულებული ვარიანტი სხვადასხვა მიმართულებით იგზავნება – კრიტიკოსებთან, კინოთეატრებში, პიარ და მარკეტინგ დეპარტამენტებში. ყველა ასლს უკეთდება შესაბამისი აღნიშვნა, ეწერება მიმღების ვინაობა და ინახება სხვადასხვა ფორმატში. ეგრეთ წოდებული “ფილმის ტესტირებისათვის” დაბალი ხარისხის მასალის გავრცელება კინოსტუდიების თავდაცვის ერთ-ერთ მექანიზმად იქცა. მისი ნახვის შემთხვევაშიც კი აუდიტორია ვერ მიიღებს სრულ სიამოვნებას ფილმისაგან.

 

მაგალითად, ფილმის გრაფიკოსი, რომელსაც სტუდია უკეთ აკონტროლებს, მიიღებს მაღალი ხარისხის მასალას, ხოლო კრიტიკოსი, რომელსაც მხოლოდ ფილმის შეფასება ევალება, დაბალი ხარისხისას. ამგვარად, მაღალი ხარისხის მასალის გავრცელების შემთხვევაში ეჭვი იმ ადამიანებზე გაჩნდება, ვინც ასეთ ასლს ფლობს.  

 

ინტერნეტში გაჟონილი მასალის “უკან ადევნება” და გამავრცელებლის ზუსტი ვინაობის დადგენა რთული პროცესია. ჰაკერები ძირითადად იყენებენ ფიქტიურ IP მისამართებს და ფაილებზე მითითებულ აღნიშვნებს შლიან.

 

სხვადასხვა საპრემირო თარიღი ასევე ხელის შემშლელი ფაქტორია. ევროპული და აზიური პრემიერები, ძირითადად, წინ უსწრებს ამერიკულს. ინტერნეტში გავრცელებული ფილმების უმეტესი ნაწილი კი ხშირად ისეთი ქვეყნების სერვერებიდანაა გადმოწერილი, სადაც ფილმის პრემიერა უფრო ადრე შედგა და რომლებსაც სუსტი დაცვის სისტემები აქვთ.

 

ზოგიერთი ინტერნეტ-მომხმარებლის აზრით, კინოკომპანიები ხშირად თავადვე უწყობენ ხელს ფილმების ტრეილერებისა და ეპიზოდების გავრცელებას აჟიოტაჟის შექმნის მიზნით. მათთვის “გაჟონვები” ყურადღების მიპყრობის მარტივ გზად იქცა.

 

მანამ, სანამ კომპანიები ზუსტად ვერ ადგენენ ჰარეკერების IP მისამართებს, ვერც იმას გაიგებენ, ვინ დგას მათ უკან; იღებენ თუ არა ისინი მასალას პირდაპირ მონაცემთა ბაზებიდან, თუ ყიდულობენ ფილმზე მომუშავე პირებისაგან.

კინოკომპანიები ხშირად თავადვე ქირაობენ ჰაკერებს და სთხოვენ მონაცემთა ბაზების გატეხვას, რომ შედეგის შესაბამისად გაამკაცრონ უსაფრთხოების ზომები. ასევე ითვალისწინებენ კონკურენციის საკითხსაც და ცდილობენ მუშაობის პროცესში მასალა მაქსიმალურად დამალონ საკუთარი “მტრებისაგან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი