ხელოვნება

ზედაპირულად შესწავლილი ისტორია – რა ვიცით ქართველ ებრაელთა შესახებ? [ვიდეო]

18 იანვარი, 2014 • • 3710
ზედაპირულად შესწავლილი ისტორია – რა ვიცით ქართველ ებრაელთა შესახებ? [ვიდეო]

„ნეტგაზეთი“ გამოფენის ავტორ ლელა წიწუაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, გამოფენაზე გამოტანილი ექსპონატები კარგად წარმოაჩენენ, თუ როგორი პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდათ ებრაელებსა და ქართველებს 26 საუკუნის განმავლობაში. თუმცა, მრავალსაუკუნოვანი თანაცხვორების მიუხედავად, ებრაელთა ყოფა თითქმის შეუსწავლელია.

 

“საქართველოში მცხოვრები ებრაელების წეს-ჩვეულებებს ვიგებთ ამ ნამუშევრებითა და ექსპონატებით. ეს არის მატერიალური კულტურის დამადასტურებელი ნივთები, რომელიც აშკარას ხდის, როგორი იყო მათი რელიგია, როგორ ცხოვრობდნენ,“- განაცხადა ლელა წიწუაშვილმა. 

 

ლელა წიწუაშვილმა აღნიშნა, რომ ებრაელები თბილისსა თუ სხვა ქალაქებში ძირითადად ერთ უბანში იყვნენ კონცენტრირებული, თუმცა, ევროპისგან განსხვავებით, ისინი გეტოებში იზოლირებულად არ ცხოვრობდნენ.

 

„ქართველი ებრაელები არის მსოფლიოში უნიკალური ფენომენი. საქართველო იყო ერთადერთი ქვეყნა, სადაც არ არსებობდა გეტო. ებრაელები ყოველთვის ცხოვრობდნენ თავისუფლად და, როგორც წესი, ცხოვრობდნენ ქალაქის ცენტრში”, -ამბობს გამოფენის ავტორი.

 

ებრაელები კონცენტრირებულად იმიტომ ცხოვრობდნენ, რომ არ დაეკარგათ თავიანთი აvთენტურობა და ტრადიციები. ამიტომ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის მიუხედავად, ებრაელები მაინც ინარჩუნებდნენ თავიანთ წეს-ჩვეულებებს, გვეუბნება ლელა წიწუაშვილი.

„თავისი უბნები ჰქონდათ და გეტყვით რატომ. წარმოიდგინეთ დიასპორა და სამშობლოს მოწყვეტილები საუკუნეების მანძლზე. რომ არ ყოფილიყვნენ ერთად, ვერ გადარჩებოდნენ, ვერ შეინარჩუნებდნენ, დაკარგავდნენ თავის აvთენტურობას, ინდივიდუალურობას,“- ამბობს ლელა წიწუაშვილი.

 

გამოფენის ავტორი, რომელმაც დაიცვა სადოქტორო ნამუშევარი „iუდაიზმი საქართველოს ხელოვნებაში“, აღნიშნავს, რომ ებრაელთა „ასიმილაციის” პროცესი მე-20 საუკუნის შუა წლებში განსაკუთრებით ინტენსიური გახდა და ქართველი ებრაელების, ისე როგორ მთელს მსოფლიოში, ინტეგრაციის პროცესი დასრულდა.

 

მე-20 საუკუნეში მრავალი ნივთი, რომელიც ქართელ ებრაელთა ცხოვრების ყოველდღიურობას შეადგენდა, ისტორიის საკუთრებად იქცა და თბილისში 1933 წელს დაარსებულ ქართველ ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაიდო ბინა. 

 

ჩვენი მასპინძენლი იხსენებს, რომ მუზეუმში დაცული ექსპონატები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მეცნიერებმა და ეთნოგრაფებმა მუზეუმის შექმნის წინა პერიოდში მოიძიეს. 

 

ლელა წიწუაშვილი აღნიშნავს, რომ გამოფენას დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა, რადგან უამრავი მასალა არ იყო კოდირებული. ექსპონატებს არ გააჩნდათ ანოტაციები, რომლის მოძიება და შექმნა დიდ შრომას მოიცავს.

 

საინტერესოა, რატომ არ იჩენდა ქართული საზოგადეობა ინტერესს იმ ეთნოსის მიმართ, რომელთანაც ასე დიდხანს და მშვიდობიანად თანაცხოვრობდა, როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ?

 

ლელა წიწუაშვილს ამ კითხვაზე ნაწილობრივ აქვს პასუხი. მას მიაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება ნაწილობრივ საბჭოთა ანტისემიტიზმის ბრალია. 1953 წელს სწორედ ანტისემიტიზმის გამო ქართველ ებრაელთა მუზეუმი დაიხურა, რომელიც 2006 წელს კვლავ გაიხსნა.

„ეს იყო ძველი საინვენტარო წიგნები. დაიხურა მუზეუმი, იყო სტალინის რეპრესიების პერიოდი. კოლექციებში შევიდა მშრალი ინფორმაცია მათ შესახებ. როგორც წესი, არ არსებობდა მეცნიერული შესწავლის პრეცედენტი. ზუსტად ეს იყო საინტერესო და გაუგებარი, რომ ამდენი მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ტრადიცია გვაქვს და არ არსებობდა შესწავლის პრეცედენტი,”- ამბობს წუწუაშვილი

 

ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი ვარაუდობს, რომ გაკვეული მნიშვნელობა ევროპელი ებრაელების დაწინაურებაში იმ წნეხმა ითამაშა, როემლსაც ევროპაში განიცდიდნენ, რაც ებრაელებს მეტ ძალასა და გამძლეობას აძლევდა.

 

თუმცამ მეორე მხრივ, 1953 წლამდე ებრაელთა საქართველოში ცხოვრების მთელი ისტროიაა, რომელიც ისტორიული ფაქტების ნაკლებობას განიცდის და ებრაელთა ცხოვრება ქართულ საისტორიო თუ სხვა ნაწარმოებებში არ ჩანს.

 

საინტერესოა, როგორ აისახა ებრაული თემატიკა ქართველი მხატვრების შემოქმედებაში? როდესაც საქართველოს ებრალეთა მუზეუმი გაიხსნა, ფაქტობრივად, არ არსებობდა ფერწერული ტილოები, რომელსაც ქართველ ებრაელთა მუზეუმის კოლექციაში შეიტანდნენ. მუზეუმის მესვეურებმა ქართველ მხატვრებს სთხოვეს შეექმნათ ებრაელთა თემაზე ნამუშევრები. 

 

გამონაკლისი შალომ კოგოშვილის ნამუშევრებია, რომელიც არა დაკვეთით, არამედ მისი სურვილით შეიქმნა. ქართველი ებრაელი მხატვრის ნამუშევრები მის მიერ ბავშვობაში განცდილს ემყარება და, გამოფენის ავტორის თქმით, ამ ნამუშევრებს ეთნოგრაფიული მნიშნელობაც აქვს. 

 

ლელა წიწუაშვილთან საუბარი იმით დავამთავრეთ, რომ იგი დღემდე ცდილობს გაიგოს, რა არის იმის მიზეზი, რომ ევროპაში წნეხის ქვეშ მცხოვრები ებრაული თემი უფრო განათლებული და მატერიალურად უფრო შეძლებული იყო, ვიდრე საქართველოში მცხოვრები ებრაული თემი. რატომ ვერ განვითარდნენ კეთილგანწყობილ ქართულ საზოგადოებაში მცხოვრები ებრაელები, ისე როგორც ევროპაში:

 

„მართლა პარადოქსია, რომელიც კიდევ მოითხოვს შესწავლას. როდესაც დავიცავი სადოქტორო, წერტილი არ დამისვამს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი