ხელოვნება

Tbilisi Newcomers 2016 კონკურსანტების შერჩევას იწყებს

25 მაისი, 2016 • 2249
Tbilisi Newcomers 2016 კონკურსანტების შერჩევას იწყებს

ალტერვიჟენ ჯგუფი ნიუქამერების ახალი ტალღის შერჩევას იწყებს. კონკურსის რჩეული ბენდი თბილისი ოუფენ ეარის მთავარ სცენაზე დადგება.

დაინტერესებულ მუსიკოსებს საშუალება ექნებათ 5 ივნისის ჩათვლით შეავსონ შესაბამისი აპლიკაცია. პირველადი გადარჩევის შემდეგ ალტერვიჟენ ჯგუფის პროდიუსერები მუსიკოსებს შოუქეისზე მოუსმენენ. კონკურსის ორგანიზატორთა თქმით, შოუქეისისთვის შერჩეულ არტისტებს პროექტის ბოლოს ექნებათ პორთველი, პროფესიონალური ჩანაწერი და ფოტო/ვიდეო. ამის შემდეგ მათი ლაივ-პერფორმანსი განთავსდება ინტერნეტსივრცეში, სადაც მსმენელი შეარჩევს კონკურსის საუკეთესო ორ მონაწილეს. მათგან ერთი მთავარ სცენაზე დაუკრავს, მეორე – ღამის სცენაზე.

წელს მუსიკალური ფესტივალი თბილისი ოუფენ ეარ 29, 30 და 31 ივლისს ლისის ტბის მიმდებარე ტერიოტრიაზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება.

13254091_1284428691585230_5562508572558272080_n

ტერიტორია ლისის ტბასთან, ახალი იპოდრომის მახლობლად მდებარეობს. სწორედ, აქ მოეწყობა სამ-დღიანი საფესტივალო არე, სადაც ადგილი ბავშვებისთვის იქნება გათვალისწინებული. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

DSC_0658

შემსრულებელთა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა ასევე, ფესტივალის მეოთხე სცენა. “მეკობრეების სცენა” ქართველ შემსრულებლებს უმასპინძლებს. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვლი

DSC_0676

ერეკლე დეისაძე და მაქს მაჩაიძე წელს ფესტივალზე არა მხოლოდ მუსიკოსების რანგში, არამედ მასპინძელი ორგანიზაციის სახელითაც წარსდგებიან. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

სამდღიან ფესტივალზე 4 მუსიკალური სცენა განთავსდება. დღის განმავლობაში იმუშავებს ორი სცენა – LTFR (სცენა, რომელზეც ძირითადად ჰიპ-ჰოპ არტისტები მოიყრიან თავს) და Pirate Bay (სცენა, სადაც ძირითადად ტრანსი და EDM მუსიკა დაიკვრება).

საღამოს 6 საათიდან ჩაირთვება მთავარი სცენა, ე.წ. (Main Stage), სადაც სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ცნობილი შემსრულებელი დაუკრავს. როგორიცაა: AIR, MORCHEEBA, DAMIEN RICE, TRICKY, STEVE VAI, BLUE FOUNDATION და სხვა.

მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს ღამის სცენა, რომელზეც ქართველ ელექტრონულ მუსიკოსებთან ერთად დაუკრავენ MOODYMAN, PACO OSUNA, DENSE&PIKA და სხვა.

“ქვეყნის მომავალს მეტწილად განსაზღვრავს მისი კულტურული განვითარება. მსგავსი ფესტივალები კი სწორედ ამ პროცესს უწყობს ხელს. გვინდა, რომ ყველა მაქსიმალურად ჩაერთოდ ამ ფესტივალის სამზადისშიც და ეს არის მხოლოდ ცალმხრივი ძალისხმევა,” – ამბობს მუსიკოსი ერეკლე დეისაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი