რეკლამა

„ვისოლ ჯგუფი“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სოლიდარობისათვის

21 მარტი, 2016 •
„ვისოლ ჯგუფი“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სოლიდარობისათვის

„ვისოლ ჯგუფი“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სოლიდარობისათვის  საზოგადოების ცნობადობის ასამაღლებელ აქტივობებს და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისათვის სახალისო ღონისძიებას მართავს.

day3გაეროს 2011 წლის 10 ნოემბრის დადგენილებით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა და მის აღსანიშნავად ქალაქის ცენტრში განთავსებულ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე საზოგადოება დღის სიმბოლოს – ფერად „წინდას“ შეამჩნევს, „სმარტის“, „ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ მოლარე ოპერატორები კი  მომხმარებლებს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ლოგოთი დამშვენებული მაისურებით მოემსახურებიან და ასე ეცდებიან სოლიდარობა გამოხატონ და საზოგადოების ცნობადობა აამაღლონ. „ვენდის“ ვაკის რესტორანი კი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს სახალისო ღონისძიებას გაუმართავს და საკვირაო სკოლა „რებუსის“  კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად საინტერესო აქტივობებით სავსე დღეს აჩუქებს.

„ვისოლ ჯგუფს“ სურს სოლიდარობა გამოუცხადოთ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რადგან ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან, მომხმარებლებთან ერთად „ვქმნით უკეთეს მომავალს“ და ნებისმიერი აქტივობა, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება საზოგადოების ყველა წევრისათვის თანასწორი, ჰარმონიული და კეთილგანწყობილი გარემოს შესაქმნელად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გვსურს ამ პროცესის მონაწილე ვიყოთ“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი.

day4„დაუნის სინდრომი“ ექიმ ჯონ ლანგდონ დაუნის სახელს უკავშირდება. მან 1866 წელს პირველად აღწერა ამ სინდრომისათვის დამახასიათებელი ტიპიური ნიშნები. დაუნის სინდრომს ასევე ტრისომია 21 ჰქვია, რადგან ამ სინდრომის მქონე ადამიანებს ყველა უჯრედში, 46-ის ნაცვლად, 47 ქრომოსომა აქვთ. დაუნის სინდრომის წარმოშობის მიზეზი დაუდგენელია. ყოველ 800 ბავშვში ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა; იგი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების გონებრივი და სოციალური შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული. ჰარმონიული და კეთილგანწყობილი ატმოსფეროს, კარგი განათლებისა და პოზიტიური მოლოდინების შემთხვევაში, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები თავიანთი პოტენციალის სრულიად გამოვლენას შეძლებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი