ეკონომიკა

ხადური: ლარის გაუფასურებამ საწვავი არ უნდა გააძვიროს

28 იანვარი, 2014 •
ხადური: ლარის გაუფასურებამ საწვავი არ უნდა გააძვიროს

ამის შესახებ ხადურმა კომენტარი ფინანსთა სამინისტროში მედიასთან შეხვედრისას გააკეთა:

 

“მსოფლიო ბაზარზე ტენდენცია არის ორი ტიპის. დოლარის მიმართ ყველა ვალუტა კარგავს წონას. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. ქართულმა ლარმა შეასუსტა პოზიციები აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8%–ით. სხვა ქვეყნებში ვალუტების კურსის ვარდნა აშშ დოლართან მიმართებაში არის 40–50%. როგორც ჩანს, ჩვენთან  სიტუაცია არის ნორმალური. ძალიან ბევრი ანალიზის შედეგად მივედით დასკვანმდე, რომ რაიმე სერიოზულ ცვლილებას არ უნდა ველოდეთ. რაც შეეხება ბენზინის ფასს, მსოფლიო ბაზარზე ნავთობი არ ძვირდება, შესაბამისად, ლარის კურსის ოდნავმა გაუფასურებამ საწვავზე  ფასის პროპორციული ზრდაც კი არ უნდა გამოიწვიოს. შეიძლება ოდნავ გაიზარდოს ფასი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პროპორციული”. 

 

ხადურის თქმით, ლარის კურსის ვარდნა ადგილობრივ პორდუქციას არ გააძვირებს:

 

“ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ლარის კურსის ვარდნა არ შეეხება. ცალსახად გეტყვით, ასევე არ უნდა გამოიწვიოს ლარის კურსის ცვლილებამ ფასების ზრდა პროპორციულად. არის ტიპი პროდუქციის, რომელზეც შეიმჩნევა ფასების უმნიშვნელო ზრდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, შეიძლება კურსი არ იცვლებოდეს, მაგრამ შესაძლოა ბაზარზე ფასი მოთხოვნა-მიწოდებამ გაზარდოს. რაც მთავარია, ჩვენ დეფლაციურ ტრენდს დავაღწიეთ თავი და ეკონომიკური აღმავლობისთვის ეს არ არის ცუდი. ”  

მასალების გადაბეჭდვის წესი