ეკონომიკა

ხადური: ეროვნული ვალუტის კურსის ზრდა მთავრობას საგარეო ვალის მომსახურების ხარჯებს უზრდის

20 იანვარი, 2014 •
ხადური: ეროვნული ვალუტის კურსის ზრდა მთავრობას საგარეო ვალის მომსახურების ხარჯებს უზრდის

ლარი
ლარი

,,ეს არის აბსოლუტური ტყუილი და უცოდინრობა მათი მხრიდან. ეროვნული ვალუტის კურსის ზრდა მთავრობას ხარჯებს უზრდის, მათ შორის საგარეო ვალის მომსახურების საკითხში. არანაირი დამოკიდებულება ლარის კურსს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილთან არ აქვს. გარდა ამისა, მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ არანაირი საფუძველი პანიკისა არ არსებობს, რადგან საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტის რეზერვი. მათ შორის 500 მილიონით შარშან გაიზარდა ეს რეზერვი იმის გამო, რომ დაწოლა იყო ლარზე. ახლა შეიცვალა სიტუაცია, თქვენ იცით, რომ საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაჩვენებლი ძალიან დიდია და ბიზნესაქტივობის ზრდამ გამოიწვია დროებითი დაწოლა დოლარზე და მოთხოვნა გაიზარდა დოლარზე. ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო რეზერვი, რათა საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციებით ჩაერიოს. დეკემბერში ინფლაცია იყო 2,4%. ეროვნული ბანკი მიიღებს შესაბამის ზომებს არა მარტო იმ შემთხვევაში, როდესაც ინფლაცია გადააჭარბებს 6%-ს”,-განაცხადა ხადურმა.

ხადურის თქმით, ის ლარის გაცვლითი კურსის ,,დიდ მერყეობას” არ ელის, რადგან ამის ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს:

 

„გაზრდილია ექსპორტი, გაზრდილია დოლარის ჩამორიცხვები და უცხოური ინვესტიციები”. მისი თქმით, სრული საფუძველი გვაქვს იმედი ვიქონიოთ, რომ კურსის დიდი ცვალებადობა აღარ იქნება.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი