ეკონომიკა

კვირიკაშვილი: ლარის კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო რეზერვების გაფლანგვა არ არის მთავრობის ამოცანა

25 დეკემბერი, 2013 •
კვირიკაშვილი: ლარის კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო რეზერვების გაფლანგვა არ არის მთავრობის ამოცანა

ამის შესახებ მინისტრმა წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

 

ფული
ფული

“ლარის კურსის მნიშვნელოვან რყევებს ადგილი არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი მცოცავი კურსი. არანორმალური შეიძლება ის ყოფილიყო, რომ ქვეყანას გაეფლანგა დიდი სავალუტო რეზერვები და არაჯანსაღი კურსი შეგვენარჩუნებინა. ჩვენი ამოცანა არაა, ეროვნული სავალუტო რეზერვები გავხარჯოთ. ეს არის ეროვნული ბანკის პრეროგატივა. არანაირ ხელოვნურ ჩარევას კურსის რყევებში ადგილი არ ჰქონია”– განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

ეროვნულმა ლარმა გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში 2013 წლის ნოემბერში დაიწყო. 7 ნოემბერს ლარის კურსმა ორწლიანი რეკორდი მოხსნა და 1.6792 ნიშნულს მიაღწია. 25 დელემბრის მონაცემებით, 1 აშშ დოალრთან მიმართებაში ლარის კურსი 1.7228 ნიშნულზეა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი