ეკონომიკა

ქართული “კოკა-კოლა” პუტინის რეზიდენციისთვის შეიძინეს

15 მარტი, 2013 • 2225
ქართული “კოკა-კოლა” პუტინის რეზიდენციისთვის შეიძინეს

ინფორმაციას “ფორბსის” რუსეთის გამოცემა ავრცელებს. კრემლი გაზიანი სასმელების შესყიდვას, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე ახორციელებს პროდუქციის ხარისხისა და სხვა ნორმატივების გათვალისწინებით. ასევე, ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია საქონლის ფასი.

 

დევიატოვის განცხადებით, რუსეთის სანიტარულ სამსახურს არავითარი შეზღუდვა არ დაუწესებია ამა თუ იმ ქვეყანაში დამზადებულ “კოკა-კოლაზე” და ყველა შესყიდული პროდუქცია გადის დაცვის ფედერაციული სამსახურის კონტროლს ხარისხზე.

 

ქართული “კოკა-კოლა” ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ოთახში გუშინ, 14 მარტს აღმოაჩინეს, როდესაც პუტინი პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს ხვდებოდა.

 

კოკა-კოლას საქართველოში შპს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” აწარმოებს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მფლობელი და ხელმძღვანელია ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი