დევიატოვის განცხადებით, რუსეთის სანიტარულ სამსახურს არავითარი შეზღუდვა არ დაუწესებია ამა თუ იმ ქვეყანაში დამზადებულ “კოკა-კოლაზე” და ყველა შესყიდული პროდუქცია გადის დაცვის ფედერაციული სამსახურის კონტროლს ხარისხზე.
ქართული “კოკა-კოლა” ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ოთახში გუშინ, 14 მარტს აღმოაჩინეს, როდესაც პუტინი პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს ხვდებოდა.
კოკა-კოლას საქართველოში შპს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” აწარმოებს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მფლობელი და ხელმძღვანელია ბიზნესმენი თემურ ჭყონია.
