ეკონომიკა

“სასწაული” საქართველოს საკრედიტო რეიტინგზე

28 ნოემბერი, 2011 • 2379
“სასწაული” საქართველოს საკრედიტო რეიტინგზე

მიხეილ სააკაშვილის თქმით, „სასწაულის ტოლია“ ის ამბავი, რომ მსოფლიოს 200 ქვეყნიდან საკრედიტო რეიტინგი ორად ორ ქვეყანას აუმაღლდა და ერთ–ერთი მათგანი საქართველოა. საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით მართლაც გაუმჯობესდა, მაგრამ საქართველო კვლავაც დაბალი საინვესტიციო ქვეყნების ჯგუფში რჩება. ამ ჯგუფის ქვეყნები ინვესტორების ინტერესის სფეროს არ წარმოადგენენ.

მთავრობის სხდომაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 22 ნოემბერს ქუთაისში გამართა, განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, საკრედიტო რეიტინგები შეუმცირდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, ირლანდია, სლოვენია, იაპონია და ა.შ.

„მსოფ­ლი­ო­ში ორად ორ ქვე­ყა­ნას აუმაღ­ლ­და საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გი ამ პე­რი­ოდ­ში. ეს არის ყაზახეთი, რო­მელ­საც აქვს ბევ­რი ნავ­თო­ბი და ეს არის სა­ქარ­თ­ვე­ლო… ახ­ლა, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რე­ი­ტინ­გის ამაღლება იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ მო­ა­ხერ­ხა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი Standard&Poor’s–ის მიერ შედგენილ რეიტინგზე საუბრობდა. Standard&Poor’s–ი აშშ–ში  დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც პერიოდულად აქვეყნებს ფინანსურ კვლევებსა და ანალიზებს ბონდებსა და ფასიან ქაღალდებზე.

Standard&Poor’s ბოლო მონაცემებით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგმა შეადგინა  BB–. მანამდე მას მინიჭებული ჰქონდა B+.

როგორც წესი, ქვეყნების საკრედიტო რეიტინგები ფასდება A–დან  D–მდე კატეგორიებით. D რეიტინგის მქონე ქვეყნები, ფაქტობრივად, ბანკროტები არიან – ქვეყნები, რომლებიც განიცდიან დეფოლტს. საუკეთესო საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნებს AAA კატეგორია ენიჭებათ.

B კატეგორიის ქვეყნები სპეკულაციური მაჩვენებლების მქონე ქვეყნებად ითვლებიან, თუმცა BB- (არასაინვესტიოციო სპეკულაციური), რომელიც საქართველოს მიენიჭა შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს ქვეყანას, რომლის რეიტინგიც განსაზღვრული BBB კატეგორიით (საშუალოზე დაბალი), რომელიც უახლოვდება საშუალოზე მაღალ – A კატეგორიას.

„არ­სე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე რე­ი­ტინ­გის ამაღ­ლე­ბა ჩვენთვის ცალ­სა­ხად არის სას­წა­უ­ლის ტო­ლი. ეს იმის შე­დე­გია, რომ და­ნა­შა­უ­ლის და კო­რუფ­ცი­ის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი დო­ნე, ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით, არის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი რე­ფორ­მა­ტო­რი ქვე­ყა­ნა ბო­ლო ხუ­თი წლის მო­ნა­ცე­მე­ბით არის სა­ქარ­თ­ვე­ლო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

„რეიტინგი BB– არ არის ყველაზე კარგი, რაც შეიძლება არსებობდეს. BB– რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში საუბარია ფასიან ქაღალდებზე და ქვეყნის გადახდისუნარიანობაზე. ეს რეიტინგი ქვეყანას, ძირითადად, ამ ფაქტორის გამო ენიჭება“, – განმარტავს თსუ–ს პროფესორი ნოდარ ხადური.

Standard&Poor’s–ის განმარტებით, რეიტინგის ცვლილება ეფუძნება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და გაუმჯობესებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, ასევე, საქართველოს ვალდებულებას, რომელსაც ახორციელებს ბაზარზე ორიენტირებული პოლიტიკით. კომპანიის შეფასებით, ქვეყნის მთავრობა ახორციელებს სტრუქტურების რეფორმებს და ახდენს ფისკალურ კონსოლიდაციას.

„რე­ი­ტინ­გის ამაღ­ლე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ გაგ­ვი­ი­აფ­დე­ბა ფუ­ლი და თან­და­თან შემ­ცირ­დე­ბა საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი… ჩვე­ნი რე­ი­ტინ­გი კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­იზ­რ­დე­ბა, თუ ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რი კი­დევ უფ­რო გან­ვი­თარ­დე­ბა. დაწყე­ბუ­ლია ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, მო­მა­ვალ წელს ხუ­დო­ნის და ნა­მახ­ვა­ნის იმე­დი მაქვს. მო­მა­ვალ წელს ტუ­რიზ­მიც გა­იზ­რ­დე­ბა, მი­ნი­მუმ 700-800 ათა­სი ადა­მი­ა­ნით. უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც, ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

განსხვავებულად ფიქრობს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) წარმომადგენელი შოთა მურღულია. მისი თქმით, ზოგადად, რეიტინგები მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოში საარჩევნო წლები მოდის და ყველა პოლიტიკური პროცესების განვითრებას  ელოდება.

„არ მგონია, რეიტინგის აწევის შემთხვევაში, ქვეყანაში დიდი ინვესტიციები შემოვიდეს. ყველა ელოდება, რომ ერთმა არჩევნებმა ჩაიაროს და მას ექსცესები არ მოჰყვეს. რაც  უნდა მაღალი რეიტინგი იყოს, როცა ბიზნესი უყურებს საფრთხეს, ის ინვესტირებისაგან თავს იკავებს.  სამწუხაროდ, საგარეო საფრთხე არის, შიდა პოლიტიკური სიტუაციაც რთულია.  საერთაშორისო სავალუტო ფონდი  ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ინვესტიციები არ შემოდის. ეს კი არსებულ პოლიტიკურ რისკებს უკავშირდება, სწორედ ამ რისკების გამო ჩვენი საკრედიტო რეიტინგი რამდენჯერმე გაუარესდა,“ – აცხადებს მურღულია.

მსოფლიოს ქვეყნების საკრედიტო რეიტინგებს, Standard&Poor’s–ის გარდა, ადგენენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: Fitch და Moody’s.

Fitch–ის 2011 წლის  მარტის მონაცემებით, საქართველოს რეიტინგი  B+ იყო. საქართველოს ფინანასთა მინისტრის, დიმიტრი გვინდაძის ინფორმაციით, Fitch–ის სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ და შეისწავლეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. კომპანია საქართველოს საკრედიტო რეიტინგს, სავარაუდოდ, 4 დეკემბერს განსაზღვრავს.

მთავრობა კიდევ ერთი სარეიტინგო კომპანიის Moody’s-ის წარმომადგენლებს ელოდება, რომლებიც ქვეყნის ფისკალურ მდგომარეობას შეაფასებენ და საქართველოს საკრედიტო რეიტინგს განუსაზღვრავენ.

სარეიტინგო კომპანიების მიერ საკრედიტო შეფასება მსოფლიოს 200 ქვეყნიდან მხოლოდ 125 ქვეყანაზეა მოცემული. ქვეყნებს საკრედიტო რეიტინგი სჭირდებათ იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანონ ფასიანი ქაღალდები და მოიზიდონ ინვესტიციები.

Fitch–ის 2011 წლის მონაცემებით, საქართველოზე მაღალი – BBB კატეგორია აქვთ მინიჭებული მეზობელ აზერბაიჯანს, თურქეთსა და რუსეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი