ხელოვნება

“შავნაბადა” სახელმწიფო ანსამბლი გახდა

31 მარტი, 2015 •
“შავნაბადა” სახელმწიფო ანსამბლი გახდა

“შავნაბადას” წევრები აცხადებენ, რომ ისინი სრული შემადგენლობით შეუერთდნენ “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “აფხაზეთს”.

 

“ანსამბლისთვის დიდად სასიხარულოა, რომ წილად ხვდა პატივი პასუხისმგებლობით ემსახუროს ეროვნულ ინტერესებს და იდგეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის – აფხაზეთის მრავალფეროვანი ხალხური შემოქმედების დაცვისა და განვითარების სამსახურში.”, – წერა წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

“შავნაბადა” 2005 წლიდან საქმიანობს. სნამბლ “აფხაზეთს“ სამხატვრო ხელმძღვანელობას ლევან ღვინჯილია გაუწევს, ლოტბარი კი დავით ცინცაძე იქნება, რომელმაც 10 წლის წინ ასნამბლი,,შავნაბადა“ დააარსა და დღემდე ხელმძღვანელობდა მას. ანსამბლ “აფხაზეთის” შემადგენლობაში ანსამბლ “შავნაბადას“ ყველა წევრის გარდა, ამიერიდან მომღერალი სოფო გელოვანიც იქნება.

 

10 წლის განმავლობაში ანსამბლმა ,,შავნაბადამ“ რამდენიმე აუდიოდისკი და 5-ნაწილიანი საგალობლების შემსწავლელი დისკი გამოსცა. ამ ხნის განმავლობაში ანსამბლი არაერთხელ წარმდგარა საზოგადოების წინაშე, როგორც სოლოკონცერტებით, ასევე აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სახის ღონისძიებებსა თუ კონცერტებში.

 

ანსამბლ ,,შავნაბადას“ წევრები სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მგალობლებიც არიან.

ანსამბლი შავნაბადა
ანსამბლი შავნაბადა

მასალების გადაბეჭდვის წესი