ხელოვნება

იუნესკო: მარჯნის რიფები საფრთხეშია

5 მაისი, 2013 • 6692
იუნესკო: მარჯნის რიფები საფრთხეშია

ბიზნესუიქის მიხედვით, იუნესკოს შეშფოთების მიზეზი ავსტრალიის მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები აღმოჩნდა. ქუინსლენდის შტატის ქალაქ როკჰემპტონთან ახლოს დაგეგმილია ტერმინალის აშენება, რომელიც წელიწადში 35 მილიონ ტონა ქვანახშირს გადაამუშავებს.

 

ქუინსლენდში ქვანახშირისა და ბუნებრივი გაზის ხუთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 6.2 მილიარდი დოლარია.

 

მარჯნის რიფები მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1981 წლიდანაა შესული. იგი ბუნებრივ ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი და მის ოთხივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. იუნესკოს მიერ მარჯნის რიფები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ეკოსისტემადაა მიჩნეული. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი არც ერთ სხვა ძეგლს არ ახასიათებს  ამგვარი ბიომრავალფეროვნება.

 

მარჯნის რიფები მხოლოდ ზღვის ფსკერზე არ მდებარეობს. ისინი ასევე ქმნიან წყლისზედა, მწვანე საფარით დაფარულ კუნძულებს, რაც 240 სახეობის ჩიტისთვის საარსებო გარემოს ქმნის.

 

იუნესკოს ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია ის ფაქტიც, რომ მარჯნის რიფები ადგილობრივი მცხოვრებლების კულტურაში აისახა საუკუნეების განმავლობაში  და დღესაც დიდ როლს თამაშობს ავტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებთან დასახლებული ავტოქტონური მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

ბარიერული რიფები ავსტრალიის შტატ ქუინსლენდის სანაპიროს გასწვრივაა განფენილი. მისი ფართობი 348 ათას კვ. კილომეტრს მოიცავს. მისი ფართობის 99% მარჯნის რიფების საზღვაო პარკშია გაერთიანებული. პარკის კეთილდღეობაზე ავსტრალიის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტო, დიდი ბარიერული რიფების საზღვაო პარკის სამეურვეო საბჭოა პასუხისმგებელი.

 

ქუინსლენდისა და ავსტრალიის ფედერალურ მთავრობებს რიფების დასაცავად არაერთი საკანონმდებლო აქტი აქვთ მიღებული. პერიოდულად არასამთავრობო ორგანიზაციები და ავსტრალიის მთავრობა მონიტორინგს ახორციელებენ.

 

იუსესკოს განმარტებით, გლობალური დათბობა რიფებზე არასასურველ გავლენას ახდენს. ამას ემატება წყლის დაბინძურების საფრთხე, რომელსაც ეკონომიკური პროექტებისა და სანაპირო ზოლის განაშენიანება ქმნის.

 

„შტატის მთავრობამ განახორციელა პროგრესი რიგ რეკომენდაციებთან დალავშირებით, თუმცა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ისეთი საფრთხე, როგორიცაა წყლის დაბინძურება და სანაპირო ზოლის განვითარება.“

მასალების გადაბეჭდვის წესი