“მდუმარე სახლს”, ისევე როგორც ფამუქის ქართული თარგმენების დიდ უმრავლესობას, ამჯერადაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს. ის თურქი მწერლის ადრეული, რიგით მეორე რომანია, დაწერილი 1980–1983წწ და მისი მოქმედება სტამბულთან ახლომდებარე მეთევზეთა სოფელში 1983 წლის სამხედრო პოლიტიკური გადატრიალებამდე ცოტა ხნით ადრე მიმდინარეობს.
წიგნის ანოტაციის მიხედვით, “რომანში წამოჭრილი პრობლემა – გაუცხოება – არახალია მსოფლიო ლიტერატურისათვის, მაგრამ ფამუქის – დიდი მწერლის ღირსება იმაშია, რომ კაცობრიობის მარადიულ სატკივარს მეტ სიმძაფრეს სძენს. ამას ერთვის აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის საკითხიც, რომელიც ფამუქის შემოქმედებაში პირველად სწორედ „მდუმარე სახლში“ წამოიჭრა და შემდეგ სხვა რომანებშიც გადავიდა. პირველად ამ რომანში გაბატონდა აზრი, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ზღვარის მოშლის მცდელობა განწირულია”.
ორჰან ფამუქის შემქმედების მთავარი გამჭოლი თემა – აღმოსვლეთისა და დასავლეთის შეხვედრის, გადაკვეთისა და მოურიგებლობის – სწორედ “მდუმარე სახლში” იღებს სათავეს. შემდეგ კი განვითარებას “მე მქვია წითელში” პოულობს, რომელიც მრავალი მკვლევარისა და კრიტიკოსის აზრით, ფამუქის საუკეთესო ნაწარმოებია.
“მდუმარე სახლის” თარგმანის ავტორი ლია ჩლაიძეა. მასვე ეკუთვნის “მე მქვია წითელის” თარგმანიც, გამოცემული 2010 წელს, რომელიც ქართლმა ლიტერატორულმა კრიტიკამ ერთხმად შეაფასა განსაკუთრებულად შთამბეჭდავად და ერთ–ერთ საუკეთესოდ ქართული თარგმანის ისტორიაში.
გთავაზობთ დათო ტურაშვილისა და ლია ჩლაიძის კომენტარებს პრეზენტაციის საღამოდან: