აფიშა

ჯგუფი ალგორიტმი 1 მაისს Elektrowerk-ში დაუკრავს

28 აპრილი, 2016 • 1993
ჯგუფი ალგორიტმი 1 მაისს Elektrowerk-ში დაუკრავს

ჯგუფი ალგორიტმი (THE ALGORITHM) 1 მაისს თბილისში, კლუბ Elektrowerk-ში დაუკრავს. ბენდთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგებიან ქართველი მუსიკოსები: Acid Victim, Shraves, Dark Prince, Fishka, Sicwave.

კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 15 ლარია. მატი შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ Biletebi.ge-ზე, ასევე მაღაზია “ბიბლუს გალერიში”.

2013 წელს ალგორიტმი დასახელდა წლის სუკეთესო ანდერგრაუნდ ჯგუფად Metal Hammer Golden Gods Awards-ზე, რომელიც ტარდება ყოველ წელს ინგლისში. ჯგუფის მუსიკა წარმოადგენს Djent, Electronic, Experimental-ის ჟანრების ნაზავს, Reggae-სა და Dubstep-ის ელემენტებით. ჯგუფის ლიდერი ფრანგი მუსიკოსი და პროდუსერი რემი გალლეგო ალგორითმის მუსიკას ახასიათებს როგორც – Heavy computer music.
საღამოს ორგანიზატორთა თქმით, მნიშვნელოვნია ისიც, რომ ცნობილი ბენდს გვერდით კონცერტზე დაუკრავენ ქართველი არტისტებიც.

კონცერტის ორგანიზატორი Locomotive Promotion-ია. რომლის მოწვევითაც თბილისში გაიმართა ისეთი მუსიკოსების კონცერტები როგორებიც არიან: Uriah Heep, Horse The Band, Saturnus, Ken Hensley, Leprous, Sepultura და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი