საზოგადოება

ბრუნო მარსი 1 ოქტომბერს თბილისში კონცერტს გამართავს

8 ივნისი, 2023 • 8277
ბრუნო მარსი 1 ოქტომბერს თბილისში კონცერტს გამართავს

1 ოქტომბერს, სამთავრობო პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ბრუნო მარსი ესტუმრება და თბილისში, დინამო არენაზე კონცერტს გამართავს.

ბილეთების შეძენა 20 ივნისის 10 საათიდან იქნება შესაძლებელი. ღონისძიების დასაწყისია 1 ოქტომბერი, 21 საათი, კარი გაიღება 17 საათიდან.

„15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი Bruno Mars, თანამედროვე შემსრულებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია.

პოპ მუსიკის, R&B-ის, ფანქის და სოულის სინთეზით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედი გახდა. ალბომების Doo-Wops & Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით ვარსკვლავური სტატუსი მალევე მოიპოვა, ხოლო მისი ჰიტები სხვადასხვა თაობის საყვარელ კომპოზიციებად იქცა“, — წერს „ბლექ სი არენა“, რომელმაც ინფორმაცია ბრუნო მარსის ჩამოსვლის შესახებ დღეს, 8 ივნისს გაავრცელა.

Starring Georgia 2-წლიანი სამთავრობო კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველოში საერთაშორისო შემსრულებლები ჩამოდიან. პროექტის ბიუჯეტი 70 მილიონამდე ლარია.
მთავრობა უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაზე 70 მილიონს დახარჯავს

მასალების გადაბეჭდვის წესი