Mercedes Benz-ის მოდის კვირეული თბილისში 5-9 მაისს გაიმართება

Mercedes Benz-ის მოდის კვირეულს 5-დან 9 მაისის ჩათვლით ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. კვირეული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში გაიხსნება.

მოდის კვირეულის ფარგლებში, გაიმართება ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები და მასტერკლასები, გამოფენები რამდენიმე ცნობილი დიზაინერის მუდმივმოქმედი ექსპოზიციით; იმუშავებს 2 შოურუმი.

ორგანიზატორთა განცხადებით, კვირეულის ფარგლებში თბილისში ჩამოვლენ დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და მოდის თაყვანისმცემლები.

მოდის კვირეულს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევიან: დიზაინერი Herve Leger, ჰელმუტ ნიუტონის მუზადქცეული მოდელი Sylvia Gobbel და მსოფლიოს სამ ყველაზე გავლენიან მოდის ბლოგერს შორის დასახელებული Diane Pernet. ჩვენებები გაშუქდება Vogue.com-ის, Modemonline-ის, Nowfashion-ის ონლაინ გამოცემებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი